ფეხბურთი

16:11 | 2.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

დი მარიას ოჯახი გაძარცვას გადაურჩა

არგენტინის ეროვნული ნაკრების და “მანჩესტერ იუნაიტედის” შემტევის ანხელ დი მარიას ოჯახი, “ლესტერთან” მოგებული (3:1) მატჩის შემდეგ, გაძარცვას გადაურჩა. მძარცველები სახლში შეჭრას ცდილობდნენ, თუმცა სიგნალიზაციის ჩართვის შემდეგ მალევე გაიქცნენ.

შეჭრის მცდელობის დროს დი მარია თავის ოჯახთან ერთად გამარჯვებას შინაურ წრეში აღნიშავდა. პოლიცია დროულად მივიდა და აღნიშნულ საქმეზე გამოძიება დაიწყო.

ალბათ მძარცველები “მანჩესტერ იუნაიტედის” და საერთოდ ფეხბურთის გულშემატკივრები არ იყვნენ, თორემ არგენტინელს “წითელი ეშმაკების” ჭეშმარიტი მხარდამჭერი მსგავს რამეს არ გაუბედავდა.

გასული წლის ნოემბერში დი მარიამ აღნიშნა, რომ მანჩესტერში ცხოვრება მოსწონდა, მაგრამ ახლა შესაძლოა აზრი შეიცვალოს.

0.120038