ფეხბურთი

16:00 | 2.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

სახოს დასჯის შემთხვევაში, “ბრისტოლი” ფულად კომპენსაციას მოითხოვს

რამდენიმე დღის წინ გაუწყეთ, რომ სენეგალის საფეხბურთო ფედერაციამ ფიფაში დიაფრა სახოს უჩივლა. მიზეზი ისაა, რომ 25 წლის ფეხბურთელმა ტრავმა მოიმიზეზა და აფრიკის თასზე სათამაშოდ არ წავიდა, ხოლო რამდენიმე დღეში სახომ ინგლისის ასოციაციის თასზე “ვესტ ჰემის” მაისურით ითამაშა და გამარჯვების გოლი გაიტანა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ სახოს დასჯის შემთხვევაში “ბრისტოლი” “ვესტ ჰემისგან” ფულადი კომპენსაციის სახით 250000 გირვანქა სტერლინგს მოითხოვს. “ბრისტოლი” ინგლისის თასის გათამაშებას სენეგალელის გოლით დაემშვიდობა და თუ სახოს ბრალი დაუმტკიცდა, თავს დაზარალებულად წარმოაჩენენ.

აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს და ფიფა უახლოეს მომავალში გამოიტანს განაჩენს.

0.122287