პრაღის “სლავიამ”, რომლის ღირსებას ლევან ყენია იცავს, ანთალიაში შეკრებაზე საკონტროლო შეხვედრაში კრაკოვის “კრაკოვიას” 1:0 აჯობა.
წინა სპარინგების მსგავსად, ქართველი შემტევი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 67-ე წუთზე შეცვალეს.
პრაღელებმა პოლონელთა კარში ერთადერთი გოლი 30-ე წუთზე გაიტანეს.