სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ჭადრაკი

13:52 | 2.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ქართული სამეულიდან ერთმა იმარჯვა

გიბრალტარის საჭადრაკო ტურნირის 6 ტურის თავზე ქართველთაგან საუკეთესო შედეგი ლელა ჯავახიშვილს (2486) გააჩნია, რომელმაც თავი 4.0 ქულას მოუყარა და 53-ე ადგილზეა.

ჯავახიშვილმა თეთრი ფიგურებით ესპანელი მიგელ სანტოს რუიზს (2310) სძლია, დანარჩენმა ქართველებმა კი ვერ იყოჩაღეს. ბელა ხოტენაშვილმა (2526) შავებით იოჰან-სებასტიან კრისტიანსენთან (ნორვეგია, 2354) წააგო, სალომე მელია (2473) კი შავებითვე ჯონ უოტსონთან (აშშ, 2319) დამარცხდა.

ხოტენაშვილი 3.0 ქულით 117-ე პოზიციამდე დაქვეითდა, მელია კი ასეთივე მონაგარით 121-ეა.

მე-7 ტურში ჯავახიშვილი შავი ფიგურებით ვენესუელელ ედუარდო იტურიზაგა ბონელის (2649) ეთამაშება, ხოტენაშვილი და მელია კი თეთრებით გაირჯებიან, შესაბამისად, გერმანელ ჰანს-იოერგ კორდესთან (2262) და ესპანელ ხუან ანტონიო ურბინა პერეზთან (2221).

გიბრალტარის ტურნირის ერთპიროვნულ ლიდერად ამერიკელი ჰიკარუ ნაკამურა (2776) რჩება, რომელმაც პირველ ნომრად განთესილი ბულგარელი ვესელინ ტოპალოვი (2800) დაამარცხა და 6.0 ქულა მოაგროვა.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.106086