ფეხბურთი

13:06 | 2.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

“დინამოს” მორიგი ახალწვეული სერბი ბუკორაცია

თბილისის “დინამოს” ახალწვეულმა 23 წლის სერბმა ნახევარმცველმა სტეფან ბუკორაცმა, რომელიც მიმდინარე სეზონის მეორე ნახევარს საქართველოს ჩემპიონატში გაატარებს, კლუბის ვებგვერდთან საუბარში აღნიშნა, რომ ადაპტაციასთან პრობლემა არ ჰქონია.

სტეფან ბუკორაცი: “ოთხი სეზონი “დონი სრემში” ვთამაშობდი, რომელიც სერბეთის უმაღლეს ლიგაში გამოდის. “დინამოს” დაინტერესის შესახებ ჩემი აგენტისგან შევიტყვე. “დინამოს” სერბეთში ყველა იცნობს და ასეთი სახელოვანი გუნდის წინადადება ჩემთვის სასიამოვნო სიახლე აღმოჩნდა.

თბილისი ძალიან ლამაზი და ძველი ქალაქია, ხალხი კი ისეთივე თბილი და კონტაქტურია, როგორც სერბეთში. ვფიქრობ, ვარჯიშები და მოსამზადებელი ეტაპი კარგად მიდის. პროფესიონალი სამწვრთნელო შტაბი გვყავს, რაც პრაქტიკულ და თეორიულ მეცადიონეობებში ჩანს. გუნდის საშუალო ასაკი საკმაოდ ახალგაზრდულია, მაგრამ მიუხედავად ამისა, კრებულში საქმისადმი პროფესიონალური მიდგომაა. მე როგორც უცხოელი თბილად და მეგობრულად მიმიღეს.

ანთალიაში ორი ტესტ-მატჩი ჩავატარეთ. “შტურმთან”, რომელიც ავსტრიის ჩემპიონატის ლიდერებშია საკმაოდ აქტიურად და მაღალ ტემპში ვითამაშეთ. გვქონდა ბურთზე კონტროლი და ასევე მოძრაობის მაღალი რიტმი. “ვორსკლასთან” არ გაგვიმართლა. ფაქტობრივად, ჩვენი კარისკენ ერთხელ დაარტყეს ბურთი და გოლი გაიტანეს. ჩემთვის იდეალური სათამაშო პოზიცია საყრდენი ნახევარმცველია, მაგრამ დაცვის ცენტრშიც უპრობლემოდ შემიძლია თამაში. მწვრთნელი როტაციას მიმართავს და ვიმედოვნებ “დინამო” ისეთი გუნდი იქნება, რომელიც საქართველოს პირველობაზე გაიმარჯვებს და ევროთასებზეც წარმატებით გამოვა”.

0.115041