ფეხბურთი

12:42 | 2.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

“დინამოს” ფიზმომზადების მწვრთნელი: “გუნდში საქმე უკეთესობისკენაა”

თბილისის “დინამოს” ახალმა ფიზმომზადების მწვრთნელმა იასმინ მუიჯამ, რომელიც ხორვატიის მოქალაქეა, მაგრამ თავის დროზე ბოსნია-ჰერცეგოვინის საფეხბურთო ეროვნულ ნაკრებში უთამაშია, კლუბის ვებგვერდთან კომენტარში აღნიშნა, რომ საქმე უკეთესობისკენ მიდის.

იასმინ მუიჯა: “დინამოში” როდესაც მივედი, თავიდანვე ვიცოდი რა ტრადიციის და ისტორიის კლუბში უნდა მემუშავა. აქ ჩამოსული ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი. ყველა მწვრთნელი და ფეხბურთელი, რომელიც “დინამოშია”, ვალდებულია საუკეთესო იყოს.

გუნდში საქმე უკეთესობისკენაა. ბევრი ახალი ფეხბურთელი დავიმატეთ და მიზანი მათი სწრაფი ადაპტაციაა გუნდთან. ოდნავ ამაყიც ვარ მწვრთნელთა შტაბის მიერ ჩატარებული სამუშაოთი. კლუბში რომ მივედი, ფიზმომზადების დონე დამაკმაყოფილებელი იყო, მაგრამ არა ისეთი, როგორიც აქ უნდა იყოს. მინდა აღვნიშნო ბონდო გოცირიძის წვლილიც, რომელიც დიდ სამუშაოს ატარებს.

შეკრებაზე არ გაგვიმართლა მიკროტრავმებში, რომელიც შერგელაშვილს, ჩირგაძეს და პაპუნაშვილს აწუხებთ. ამ მომენტისთვის ცხადია კონდიციები საუკეთესო არაა, მაგრამ მთავარია ეხლა ყველა ვარჯიში და საკონტროლო მატჩი მოსამზადებელ ეტაპზე მაქსიმალურად გამოვიყენოთ, რომ ჩემპიონატში კახა გოგიჩაიშვილს ოპტიმალური და კარგად მომზადებული კონტინგენტი ჰყავდეს.

შემიძლია აღვნიშნო, რომ შეკრებაზე საუკეთესო პირობებია სავარჯიშოდ, აღსადგენად, მოსამზადებლად და მოსასვენებლად. ძალიან კარგი სპარინგ-მატჩები გვაქვს, სადაც პრობლემებს ზუსტად დავინახავთ. დარწმუნებული ვარ თბილისში დაბრუნებისას გუნდს გაცილებით მომატებული ექნება. ვფიქრობ, ახლა უფრო ძლიერი გუნდი გვყავს, ვიდრე პირველ წრეში.

ჩვენი მიზანია გუნდის ისეთ კონდიციამდე მიყვანა, როგორიც ევროპულ კლუბებშია. ყველა ფეხბურთელზე სამუშაო პროგრამა ცალკე გვაქვს გაწერილი. ბედნიერი ვარ “დინამოში” ყოფნით, ჩვენი გუნდი ბოლომდე იხარჯება თავის საქმეში. ვცდილობთ დისციპლინის, თეორიული, ტაქტიკური და ტექნიკური უნარების პროგრესირებას. კლუბში აბსოლუტურად ყველაფერი კეთდება საუკეთესო შედეგის მისაღწევად. კლუბის პრეზიდენტი ამისთვის ყველაფერს აკეთებს.

კლუბის ხელმძღვანელობა და სტაფი ყოველდღიურად დაუღალავადაა ჩართული სამუშაო პროცესში. ფეხბურთელებმა უნდა მოინდომონ და ბოლომდე დაიხარჯონ, რათა ჩვენი ერთგული გულშემატკივარი გავახაროთ”.

0.142116