ფეხბურთი

10:42 | 2.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

კრუზესთვის სეზონი დასრულდა

აზიის თასის ფინალურ შეხვედრაში, ავსტრალიის ეროვნული ნაკრებისა და გერმანული “ლევერკუზენის” თავდამსხმელი რობი კრუზე დაშავდა და როგორც გაირკვა, მიმდინარე სეზონის ბოლომდე საკუთარ კლუბს ვეღარ დაეხმარება.

ბუნდესლიგის ოფიციალური საიტის ცნობით, 26 წლის ფეხბურთელს კიდევ ერთი სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდება, თუმცა, წინასწარი დასკვნით მისთვის წლევანდელი ჩემპიონატი დასრულებულია.

კრუზემ ბუნდესლიგის მიმდინარე ჩემპიონატის 4 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.

0.123488