იტალიის სერია A-ს XXI ტურის შემდგომ ლიდერსა და მდევარს შორის 7 ქულიანი სხვაობა ისევ შენარჩუნებულია. როგორც იქნა მოიგო “მილანმა”. სამაგიეროდ, ისევ წააგო მეორე მილანურმა გრანდმა “ინტერმა”, “ნაპოლი” კი მეორე ადგილს სათოფეზე მიუახლოვდა.
ფილიპო ინძაგის დამოძღვრილმა “მილანმა” საკუთარ მოედანზე ჩემპიონატის უსუსტეს გუნდს აჯობა. “როსონერის” “პარმას” დამარცხება დიდად არ გასჭირვებია. ანგარიში მატჩის დასაწყისში გუნდის საუკეთესო ბომბარდირმა ჟერემი მენეზმა თერთმეტრიანით გახსნა. რობერტო დონადონის გუნდმა მალევე გაათანაბრა. “მილანის” ყოფილმა ნახევარმცველმა ანტონიო ნოჩერინომ დიეგო ლოპესს ახლო მანძილიდან გაუტანა. აღსანიშნავია, რომ მან გატანილი გოლი არ აღნიშნა. “მილანმა” დაწინაურება მეორე ტაიმის დასაწყისში მოახერხა. თავი ამჯერადაც მენეზმა გამოიჩინა. ფრანგმა თავდამსხმელმა დიაგონალური დარტყმით ანტონიო მირანტეს შორეული კუთხე აიღო. შეხვედრას წერტილი კრისტიან ძაკარდომ დაუსვა. იტალიის ნაკრების ყოფილმა მცველმა მენეზის კარგი გადაცემა დააგვირგვინა. მოპოვებული გამარჯვებით “როსონერიმ” 29 ქულა დააგროვა, თუმცა ჩემპიონთა ლიგის ზონა ჯერ კიდევ შორს მოსჩანს. “პარმა” კი 9 ქულით ჩემპიონატის ბოლო საფეხურზე უიმედოდ იმყოფება.
სერია A-ს 21-ე ტური დარჩენილი რვა მატჩიდან პირველი რეჯიო ემილიაში გაიმართა. “სასუოლომ” მილანის “ინტერს” უმასპინძლა, რომელთანაც პირველ წრეში 0:7 წაეგო. ამ შეხვედრაში კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ “ნერაძურის” სერიოზული კრიზისი უდგას. ეუსებიო დი ფრანჩესკოს გუნდმა სტუმრები ყველა კომპონენტში დაჩაგრა. ანგარიში მე-17 წუთზე სიმონე ძაძამ გახსნა, რომელმაც მეკარე ჰანდანოვიჩს უძლიერესად დაურტყა. სულ მალე “ნეროვერდიმ” ანგარიშის გაზრდაც შეძლო. ნიკოლა სანსონე საჯარიმოში ადვილად შევიდა და ულამაზესი დარტყმით სლოვენიელ კიპერს ახლო კუთხეში გაუტანა. “ინტერმა” ერთი ბურთი მატჩის მიწურულს გაქვითა. მაურო იკარდიმ მცველების შეცდომით კარგად ისარგებლა და საკუთარ გუნდს ქულის გადარჩენის იმედი ჩაუსახა, თუმცა ამაოდ. მსაჯის კომპესირებულ დროში დომენიკო ბერარდიმ თერთმეტმეტრიანი უნაკლოდ შეასრულა. “სასუოლომ” სატურნირო ცხრილში “ინტერს” გადაასწრო და ახლა 28 ქულით მე-10 ადგილზეა. რობერტო მანჩინის გუნდი კი ნელ-ნელა გასავარდნი ზონისკენ მიექანება. “ინტერი” მე-13 პოზიციამდე დაეშვა.
მიწაზე დაეშვა სინიშა მიხაილოვიჩის “სამპდორია”. გენუელებს აქამდე მხოლოდ ორი შეხვედრა ჰქონდათ წაგებული, ამჯერად კი “ტორინოსთან” 1:5 განადგურდნენ. მატჩის გმირი ვეტერანი ფორვარდი ფაბიო კვალიარელა გახდა, რომელმაც ჰეთ-თრიქი შეასრულა. კვალიარელამ ჯერ კუთხურის შემდეგ იხერია, შემდგომ თერთმეტმეტრიანი გამოიყენა, ხოლო 65-ე წუთზე მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა იხეირა. ამ შეხვედრაში თავის გამოჩენა კარვალიო ამაურიმაც შეძლო, რომელმაც “ტოროს” მაისურით იტალიის ჩემპიონატში პირველად გაიტანა. ტურინელთაგან მეხუთე გოლი ბრუნო პერესის ანგარიშზეა. ბრაზილიელმა მცველებს თავბრუ დაახვია და გატანა არ გასჭირვებია. ერთადერთი რაც, გენუურმა გუნდმა მოახერხა პრესტიჟის გოლის გატანა გახლდათ, რომელიც პედრო ობიანგმა ქუსლით გაიტანა. “ტორინომ” ამ გამარჯვებით 28 ქულა დააგროვა, “სამპდორიას” კი 34 ქულა დარჩა და ისევ მეხუთე ადგილზეა.
“რომას” ქულების დაკარგვით ვერ ისარგებლა ლიდერმა “იუვენტუსმა”. ტურინელებმა “უდინეზეს” ვერაფერი დააკლეს. მატჩი საკმაოდ მოსაწყენი სანახავი გამოდგა და საგოლე მომენტები თითქმის არ შექმნილა. მიუხედავად ამისა, რობერტო პერეირას და კარლოს ტევესს ოდნავ სიზუსტე რომ გამოეჩინათ, “ბებერი ქალბატონი” ალბათ მაინც მოიგებდა. “იუვენტუსი” მდევარ “რომას” ისევ 7 ქულით სჯაბნის, “უდინეზეს” კი 28 ქულით მე-11 პოზიცია უკავია.
როგორც ჩანს გონზე მოდის “ჩეზენა”. დომენიკო დი კარლოს გუნდმა ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო, ამჯერად კარგ ფორმაში მყოფი “ლაციოს” წინააღმდეგ. შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ გაილია, მეორე ნახევარში კი ანგარიში ფრანგმა დეფრელმა გახსნა, რომელმაც 30 მეტრიდან ბურთი მეტოქის კარის ცხრიანში მოათავსა. ცოტა ხანში მასპიძლებმა მეორეც გაიტანეს. ამჯერად, მათ ამაში სტუმართა ნახევარმცველი კატალდი დაეხმარა, ვინაც საკუთარი კარი დალაშქრა. ერთადერთი რაც, სტეფანო პიოლის გუნდმა გაახერხა პრესტიჟის გოლი იყო, რომელიც ვეტერანმა მიროსლავ კლოზემ მატჩის მიწურულს შეაგდო. ამ გამარჯვებით “ჩეზენამ” 15 ქულა მოაგროვა და სამშვიდობო ზონას ოდნავ მიუახლოვდა. რომაელები კი 34 ქულით ისევ მეოთხე პოზოციაზე დარჩნენ.
მორიგი სამი ქულა მოიპოვა “ნაპოლიმ”. ნეაპოლელბმა ამჯერზე ვერონას “კიევოს” აჯობეს. პირველ ტაიმში გუნდებმა თითო გოლი გაიტანეს. აღსანიშნავია, რომ გატანილი გოლები კურიოზული და ერთმანეთის იდენტური გამოდგა. ჯერ სტუმრებმა ისეირეს. მანოლო გაბიადინი მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა, თუმცა ალბანო ბიძარიმ მას აჯობა, მაგრამ მის მიერ მოგერიებული ბურთი მცველ ბოშტიან ცეზარს თავში მოხვდა და კარში აღმოჩნდა. “მფრინავმა ვირებმა” მალევე გაათანაბრეს. მეკარე რაფაელმა გამოსვლისას უხეიროდ ითამაშა და მისი მუშტებით მოგერიებული ბურთი იქვე მდგომ მიგელ ბრიტოსს მოხვდა და შემდეგ კარში აღმოჩნდა. რაფაელ ბენიტესის გუნდს სამი ქულა მეორე ნახევარში გაბიადინის ზუსტმა დარტყმამ მაინც მოუტანა. გამოსარჩევია, რომ ახალგზრდა იტალიელმა თავის ახალ გუნდში სადებიუტო გოლი გაიტანა. “ნაპოლიმ” 39 ქულა დააგროვა და მეორე ადგილოსან “რომას” 4 ქულაზე დაუახლოვდა. “კიევოს” კი 18 ქულა აქვს და ისევ გასავარდნ ზონაში იმყოფება.
კვლავ მოიგო სიცილიურმა “პალერმომ”. კუნძულელებმა “ჰელას ვერონას” დაძაბულ ბრძოლაში აჯობეს. გამარჯვება კი ამჯერადაც გუნდის ახალგაზრდა ფორვარდებმა გამოჭედეს. თუმცა მანამდე ანგარიში ვერონელებმა გახსნეს. თავი ბერძენმა ტაკჩიდისმა ლეანდრო გრეკოს კუთხურის შემდეგ გამოიჩინა. მიუხედავად ჩამორჩენისა მასპინძლებმა სამი ქულა მაინც ირგუნეს. ჯერ პაულო დიბალამ სეზონში მე-11 გოლი გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა. არგენტინელმა შენასიშნავად შეასრულა საჯარიმო დარტყმა. გამარჯვების გოლი კი შეცვლაზე შესულმა იტალიელმა ანდრეა ბელოტიმ მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე გაიტანა. ბელოტიმ ფრანკო ვასკესის ჩაწოდების შემდეგ დასწრებაზე დიდებულად ითამაშა. “პალერმომ” 30 ქულა დააგროვა და მე-7 პოზიციაზე აინაცვლა. “ვერონა” კი 24 ქულით მე-14-ა.
აუსტაიდერთა დაპირისპირება შედგა ბერგამოში. “ატალანტამ” “კალიარი”მიიღო და 2:1 დაამარცხა. მასპინძლები ჯუზეპე ბიავამ მე-18 წუთზე დააწინაურა. ვეტერანმა მცველმა თავური დარტყმით იხეირა. სარდინილებმა პირველივე ნახევარში გაათანაბრეს. დანიელე დესენამ საჯარიმოში შექმნილი არეულობით კარგად ისარგებლა. მატჩი თითქოს ასეც უნდა დასრულებულიყო, მაგრამ არბიტრის მიერ კომპესირებულ მეოთხე წუთზე ჩილელმა მაურისიო პინილიამ “ატალანტას” შემადგენლობაში გატანილი პირველი გოლით თავისიანებს მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუტანა. გატანილი გოლი კი მართლაც ლამაზი გამოვიდა. პინილიამ ულამაზესი მაკრატელა დარტყმით გაიტანა. ბერგამოულმა გუნდმა 23 ქულა დააგროვა, ხოლო “კალიარის” 19 ქულა დარჩა და გასავარდნ ზონასთან ერთი ნაბიჯი აშორებს.
იტალიის სერია A-ს 21-ე ტურის ათ შეხვედრაში 30 გოლი გავიდა. 6 მატჩი მასპინძლებმა მოიგეს, სამი შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო სტუმრებმა მხოლოდ ერთ მატჩში მიაღწიეს წარმატებას.
“სასუოლო” – “ინტერი” 3:1 (2:0)
რეჯიო ემილია, “მაპეი სთედიუმი”
მაყურებელი: 13.000
“სასუოლო” (4-3-3): კონსილი; ვრსიალკო, კანავარო, ტერანოვა (ბრიგი 82), ლონგი (გაცოლა 61); მანიანელი, ბიონდინი, მისიროლი (ანტეი 75); სანსონე, ძაძა, ბერარდი
მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო
“ინტერი” (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი; დონკორი, რანოკია, ვიდიჩი (ბროზოვიჩი 70), დოდო; გუარინი, მედელი; შაქირი, კოვაჩიჩი, პოდოლსკი (იკარდი 56); პალასიო (პუშკაში 78)
მწვრთნელი: რობერტო მანჩინი
გოლები: 1:0 ძაძა (17), 2:0 სანსონე (30), 2:1 იკარდი (83), 3:1 ბერარდი (90, პენ)
გაფრთხილება: მისიროლი (10), ძაძა (12), სანსონე (84, 90), ბერარდი (85) – რანოკია (22), ვიდიჩი (66), დონკორი (78, 90), იკარდი (84)
გაძევება: სანსონე (90) – დონკორი (90)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 11 (4) – 16 (9) ბურთის ფლობა: 36%-64% კუთხურები: 5:8 გაფრთხილება: 5:5 გაძევება: 1:1
მსაჯი: პაოლო ვალერი
“ატალანტა” – “კალიარი” 2:1 (1:1)
ბერგამო, “ატლეტი აძური”
მაყურებელი: 14.000
“ატალანტა” (4-4-2): სპორტიელო; ბელინი, სტენდარდო, ბიავა, დელ გროსო (ემანუელსონი 57); ძაპაკოსტა, კარმონა, ჩიგარინი, მორალესი (გომესი 65); დენისი (ბოაჩი 82), პინილია
მწვრთნელი: სტეფანო კოლანტუონო
“კალიარი” (4-3-2-1): ბრკიჩი; ბენედეტი (ჩეპიტელი 69), გონსალესი, კაპუანო, აველარი; დესენა, კრესეტიჯი, დონსა; გალვაო (ფარიასი 65), საუ (კოპი 72); ლონგო
მწვრთნელი: ჯანფრანკო ძოლა
გოლები: 1:0 ბიავა (18), 1:1 დესენა (44), 2:1 პინილია (90)
გაფრთხილება: ჩიგარინი (20), პინილია (22) – გონსალესი (17), ლონგო (45)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 14 (7) – 15 (7) ბურთის ფლობა: 48%-52% კუთხურები: 13:4 გაფრთხილება: 2:2
მსაჯი: დანიელე ორსატო
“ჩეზენა” – “ლაციო” 2:1 (0:0)
ჩეზენა, “დინო მანუცი”
მაყურებელი: 16.000
“ჩეზენა” (4-3-1-2): ლეალი; პერიკო, კრაინჩი, კაპელი, რენძეტი; ჯორჯი (კაცოლა 82), დე ფეუდისი, პულძეტი (კაშონე 86); ბრიენცა, დეფრელი, ჯურიჩი (როდრიგესი 71)
მწვრთნელი: დომენიკო დი კარლო
“ლაციო” (4-3-3): მარკეტი; ბასტა, მაურისიო, სანა, პერეირინია (კავანდა 65); კატალდი, ლედესმა (კეიტა 59), პაროლო; კანდრევა, კლოზე, მაური (პერეა 82)
მწვრთნელი: სტეფანო პიოლი
გოლები: 1:0 დეფრელი (61), 2:0 კატალდი (77, ა.გ), 2:1 კლოზე (87)
გაფრთხილება: კაპელი (88) – პაროლო (49), მაურისიო (58), მარკეტი (78)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 12 (4) – 9 (6) ბურთის ფლობა: 46%-54% კუთხურები: 2:5 გაფრთხილება: 1:3
მსაჯი: სებასტიანო პერუცო
“კიევო” – “ნაპოლი” 1:2 (1:1)
ვერონა, “ბენტეგოდი”
მაყურებელი: 10.000
“კიევო” (4-4-2): ბიძარი; სკელოტო, ცეზარი (კრისტიანსენი 81), გამბერინი, ძუკანოვიჩი; ბირსა (ბოტა 61), რადოვანოვიჩი, იცკო, ჰეტემაი; პალოსკი (მეჯორინი 71), პელისიერი
მწვრთნელი: როლანდო მარანი
“ნაპოლი” (4-2-3-1): რაფაელი; მაჯო, ალბიოლი, ბრიტოსი, სტრინიჩი; ჟორჟინიო (გარგანო 69), ლოპესი; მერტენსი (ჰამშიკი 78), დე გუზმანი, გაბიადინი (კალეხონი 65); იგუაინი
მწვრთნელი: რაფაელ ბენიტესი
გოლები: 0:1 ცეზარი (18, ა.გ), 1:1 ბრიტოსი (25, ა.გ), 1:2 გაბიადინი (62)
გაფრთხილება: ბოტა (63)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 14 (2) – 12 (5) ბურთის ფლობა: 50%-50% კუთხურები: 2:6 გაფრთხილება: 1:0
მსაჯი: ლუკა ბანტი
“პალერმო” – “ვერონა” 2:1 (1:1)
პალერმო, “რენცო ბარბერა”
მაყურებელი: 14.058
“პალერმო” (3-5-2): სორენტინო; ვიტიელო, ანდელკოვიჩი, გონსალესი; მორგანელა, ბოლცონი, ბარეტო, იაიალო (ბელოტი 70), ლაზაარი (დაპრელა 87); ვასკესი (ჩოჩევი 81), დიბალა
მწვრთნელი: ჯუზეპე იაკინი
“ვერონა” (3-5-2): ბენუსი; მარკესი, მორასი, მარკეში; სალა (ლაზაროსი 5), მარტიჩი (სავიოლა 81), გრეკო, ტაკჩიდისი, ბრივიო; ლოპესი (ფერნანდინიო 71), ტონი
მწვრთნელი: ანდრეა მანდორლინი
გოლები: 0:1 ტაკჩიდისი (8), 1:1 დიბალა (18), 2:1 ბელოტი (79)
გაფრთხილება: ანდელკოვიჩი (82) – მარკეში (19), სავიოლა (90)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 13 (4) – 8 (2) ბურთის ფლობა: 61%-39% კუთხურები: 10:4 გაფრთხილება: 1:2
მსაჯი: დინო ტომაზი
“ტორინო” – “სამპდორია” 5:1 (2:0)
ტურინი, “ოლიმპიკო”
მაყურებელი: 16.000
“ტორინო” (3-5-2): პადელი; ბოვო, გლიკი, მორეტი; პერესი, გაცი, ბენასი, ფარნერუდი (ელ კადური 78), დარმიანი; მარტინესი (მაქსი ლოპესი 58), კვალიარელა (ამაური 71)
მწვრთნელი: ჯამპიერო ვენტურა
“სამპდორია” (4-3-3): ვივიანო; დე სილვესტრი, სილვესტრე, რომანიოლი, რეჯინი; ობიანგი, პალომბო, სორიანო (კრისტიჩიჩი 78); ედერი (ეტო’ო 71), ოკაკა, ბერგესიო (დანკანი 46)
მწვრთნელი: სინიშა მიხაილოვიჩი
გოლები: 1:0 კვალიარელა (16), 2:0 კვალიარელა (29), 3:0 კვალიარელა (65), 4:0 ამაური (75), 4:1 ობიანგი (77), 5:1 პერესი (90)
გაფრთხილება: გაცი (17) – სილვესტრე (29), დე სილვესტრი (41)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 15 (9) – 13 (2) ბურთის ფლობა: 41%-59% კუთხურები: 4:7 გაფრთხილება: 1:2
მსაჯი: პიერო ჯაკომელი
“უდინეზე” – “იუვენტუსი” 0:0 (0:0)
უდინე, “ფრიული”
მაყურებელი: 12.000
“უდინეზე” (3-5-2): კარნეზისი; დანილო, ჰეტრო, პირისი; ვიდმერი, ალანი, გილერმე, ბრუნო ფერნანდესი, გაბრიელ სილვა (პასკუალე 66); დი ნატალე, ტერო
მწვრთნელი: ანდრეა სტრამაჩონი
“იუვენტუსი” (3-5-2): ბუფონი; კასერესი, ბონუჩი, კიელინი; ლიხშტაინერი, პერეირა, პირლო, პოგბა, ევრა (პადოინი 75); ტევესი, ლორენტე (მორატა 68)
მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი
გაფრთხილება: დი ნატალე (87), ტერო (90) – ლიხშტაინერი (83)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 10 (3) – 12 (4) ბურთის ფლობა: 36%-64% კუთხურები: 5:9 გაფრთხილება: 2:1
მსაჯი: ანდრეა ჯერვაზონი
“მილანი” – “პარმა” 3:1 (1:1)
მილანი, “სან სირო”
მაყურებელი: 24.396
“მილანი” (4-2-3-1): დიეგო ლოპესი: რამი, ალექსი, ბოკეტი, ძაკარდო; პოლი, ვან გინკელი ესიენი 46); ჰონდა, მენეზი (პაცინი 81), ჩერჩი; დესტრო (მუნტარი 74)
მწვრთნელი: ფილიპო ინძაგი
“პარმა” (4-2-3-1): მირანტე; სანტაკროჩე (რისპოლი 61), ლუკარელი, კოსტა, გობი; ნოჩერინო, მარიგა (მაური 65); ვარელა (ჰარასლინი 77), გალოპა, როდრიგესი; პალადინო
მწვრთნელი: რობერტო დონადონი
გოლები: 1:0 მენეზი (17, პენ), 1:1 ნოჩერინო (24), 2:1 მენეზი (57), 3:1 ძაკარდო (76)
გაფრთხილება: ვან გინკელი (24), დესტრო (38), – გობი (21), ლუკარელი (31), მარიგა (63)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 17 (10) – 12 (6) ბურთის ფლობა: 54%-46% კუთხურები: 1:6 გაფრთხილება: 2:3
მსაჯი: დანიელე დოვერი
ბომბარდირები: კარლოს ტევესი (“იუვენტუსი”) -13 გოლი, გონსალო იგუაინი (“ნაპოლი”) – 12, ჟერემი მენეზი (“მილანი”) – 12, პაულო დიბალა (“პალერმო”) – 11, მაურო იკარდი (“ინტერი”) – 11.