კალათბურთი

0:59 | 2.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინის რვიანები და გამარჯვება

იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში გიორგი შერმადინის “კანტუ” “სიდიგას აველინოს” ესტუმრა და 79:76 მოიგო.

ქართველმა ცენტრმა მოედანზე 23 წუთი დაჰყო და 8 ქულას 8 მოხსნა (3 შეტევაში), 3 დაფარება, 1 ჩაჭრა და 1 პასი მიითვალა.

შერმადინმა 6-დან 3 ორქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთხელ დაჯარიმდნენ.

გიორგის მოედანზე ყოფნის პერიოდში სტუმრებმა მასპინძლებზე 16 ქულით მეტი ჩააგდეს, რაც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ.

სარგებლიანობის კოეფიციენტის მიხედვით, ქართველი კალათბურთელი მხოლოდ ჯეიმს ფელდეინს (15 ქულა) და დარიუს ჯონსონ-ოდომს (12 ქულა) ჩამორჩა.

კანტუელებმა 8 მოგება და 9 მარცხი მოაგროვეს და სერია ა-ში მე-8 ადგილზე რჩებიან, მომდევნო მატჩს კი 8 თებერვალს, შინ, “ტრენტოსთან” ჩაატარებენ.

იტალიის რანგით მე-3 ლიგაში 8 მოგებით და 12 მარცხით მე-12 პოზიციაზე აინაცვლა გიგა ჯანელიძის “როზეტომ”. ქართველის კლუბმა შინაურ კედლებში “პიაჩენცა” 86:82 დაამარცხა, ჯანელიძემ კი 17:58 წუთში 2 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. გიგამ 3-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, სამქულიანი და 2 საჯარიმო ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა და 4 პერსონალური ფოლი მიიღო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.118303