ჰოლანდიის ერედივიზიონის მე-20 ტურის შეხვედრაში “ვიტესმა” საშინაო არენაზე ჰოლანდიური ფეხბურთის გრანდი ამსტერდამის “აიაქსი” მინიმალური სხვაობით დაამარცხა.
პიტერ ბოშმა გუნდის სასტარტო შემადგენლობაში ათამაშა ვალერი ყაზაიშვილი, ქართველმა შემტევმა მოედანი 83-ე წუთზე დატოვა, მის ნაცვლად კი თამაშში კელვინ ლეერდამი ჩაერთო. რაც შეეხება გუნდის ქართველ კაპიტან გურამ კაშიას, იგი განაცხადში არ იმყოფებოდა.
მატჩის ერთადერთი გოლი ქართველი ფეხბურთელის მოედნიდან გასვლის შემდეგ გავიდა. 85-ე წუთზე თავი სერბმა უროს დურდევიჩმა გამოიჩინა.
ამ დროისთვის სატურნირო ცხრილში “ვიტესი” 25 ქულით მე-10 ადგილზე იმყოფება.
კვიპროსის ჩემპიონატში საშინაო გამარჯვება მოიპოვა “ომონიამ.” ქართველმა მცველმა უჩა ლობჟანიძემ “დოქსასთან” მატჩი სრულად ჩაატარა, მისმა გუნდმა კი 4:2 დაამარცხა მეტოქე. საინტერესოა, რომ შეხვედრაში სამმა ფეხბურთელმა მოახერხა დუბლის შესრულება. გამარჯვებულთაგან პოტემ და კრისტოვაომ გაიტანეს ორ-ორი გოლი, ხოლო სტუმართაგან რიკარდო ლობომ.
სატურნირო ცხრილში “ომონია” 32 ქულით მესამე ადგილზე იმყოფება.
“ოთელოსი” საკუთარ მოედანზე “ანორთოსისთან”დამარცხა (0:2). მასპინძელთაგან სრულად ჩაატარეს შეხვედრა ლევან ხმალაძემ, როინ კვასხვაძემ და ელგუჯა გრიგალაშვილმა, “ანორთოსისის” სასტარტო შემადგენლობაში კი 20 წლის გიორგი აბურჯანია იმყოფებოდა, იგი 70-ე წუთზე მარანგოსმა შეცვალა. “ანორთოსისის” განაცხადში არ ყოფილა ირაკლი მაისურაძე. ამ ეტაპზე სატურნირო ცხრილში “ანორთოსისი” მეხუთე ადგილზეა, ხოლო “ოთელოსი” მე-10 ადგილს იკავებს.