"ჩელსის" კოტდივუარელი თავდასხმელი დიდიე დროგბა შემდეგ სეზონშიც ლონდონურ კლუბში იასპარეზებს.
ამის შესახებ 37 წლის ფეხბურთელმა Telefoot-თან ინტერვიუში განაცხადა.
დროგბას კონტრაქტი ზაფხულში უმთავრდება.
მიმდინარე სეზონში მან ყველა ტურნირში 27 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა.