ფეხბურთი

19:30 | 1.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ტორინომ” გონსალესი ინათხოვრა

ტურინის “ტორინომ” რომის “ლაციოს” ნახევარმცველი ალვარო გონსალესი ინათხოვრა. აღნიშნული გარიგება ორივე კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

ურუგვაელი ფეხბურთელი “ტორინოში” სეზონის ბოლომდე დარჩება, ხოლო შემდეგ მისი სატრანსფერო უფლებების გამოსყიდვა შეეძლებათ.

30 წლის მოთამაშემ მიმდინარე სეზონში “ლაციოს” შემადგენლობაში ადგილი დაკარგა და მხოლოდ 5-ჯერ მოუწია თამაში.

0.111551