გორის “დილამ” თურქულ შეკრებაზე ნიკა ძალამიძის ბიალოსტოკის “იაგოლენიას” ამხანაგურად დაუპირისპირდა და შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა, ქართველ ლეგიონერს კი მატჩში მონაწილეობა არ მიუღია.
შიდაქართლელთა ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, “დილამ” აქტიურად ითამაშა და მეტოქეს ტოლი არაფერში დაუდეს. პოლუნური კლუბის ვებგვერდი კი იუწყება, რომ ქართველები შორეული დისტანციიდან ჯიუტად ცდილობდნენ გოლის გატანას და კარგად ითამაშეს.
შეხვედრაში გოლი გორელებმა 32-ე წუთზე გახსნეს - “იაგოლენიას” მეკარე არიესის მცველის მიმართ გაკეთებული გადაცემა გიორგი ერისთავმა ჩაჭრა და საკუთარი გუნდის დაწინაურება არ გასჭირვებია. პირველი ტაიმის ბოლო წუთზე კი 18 წლის პოლონელმა თავდამსხმელმა კეროლ სვიდერსკიმ ანგარიში გაათანაბრა. 63-ე წუთზე ერთ-ერთმა პოლონელმა ქართველ ფეხბურთელზე იუხეშა და მსაჯმა “იაგოლენია” ათი კაცის ამარა დატოვა, თუმცა გუნდების მოლაპარაკების საფუძველზე ფეხბურთელი უკანვე დააბრუნეს.
“დილას” სასტარტო შემადგენლობა: მიგინეიშვილი, კვახაძე, ქარქუზაშვილი, ჯაფარიძე, ხურცილავა, რაზმაძე, ფალავანდიშვილი, თექთუმანიძე, კვეკვესკირი, ერისთავი, მოდებაძე.
შეცვლაზე შევიდნენ: სომხიშვილი, ხიდეშელი, გვალია, მელქაძე, სეთურიძე, გორელიშვილი, ახალკაცი.
გოლები: 0:1 ერისთავი (32), 1:1 სვიდერსკი (45).
მატჩამდე ნიკა ძალამიძემ “იაგოლენიას” ოფიციალურ ვებგვერდს ინტერვიუ მისცა. ქართველმა ლეგიონერმა “დილას” სიძლიერეს ხაზი გაუსვა და აღნიშნა, რომ საქართველოს ჩემპიონატში გორელები ერთ-ერთი ფავორიტები არიან.
“საქართველოში “დინამო” ყოველტვის ფავორიტია, მაგრამ “დილა” ამჟამად მეორე ადგილზეა და ეს უკვე საინტერესოა. მიმდინარე სეზონში საქართველოს ჩემპიონატში “დილა” ერთ-ერთი ფავორიტია. კლუბმა ძარია და მიგინეიშვილი დაიმატა, ორივე ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები არიან.”- განაცხადა ძალამიძემ.
“დილამ” 3 თებერვალს გერმანიის რეგიონალლიგის ერთ-ერთ გუნდთან გამართავს, მეტოქის ვინაოჯა ჯერჯერობით უცნობია.