ფეხბურთი

11:31 | 1.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ვესტ ბრომვიჩმა” იდეიე ყატარში არ გაუშვა

ინგლისის პრემიერლიგის კლუბმა “ვესტ ბრომვიჩმა” ნიგერიელი ფორვარდი ბრაუნ იდეიე ყატარულ სტარს-ლიგაში არ გაუშვა.

Sky Sports-ის ინფორმაციით, დოჰას კლუბ “ალ-გარაფას” წარმომადგენლები ინგლისელებს დაუკავშირდნენ და 26 წლის ფეხბურთელის სეზონის ბოლომდე განათხოვრების წესით აყვანის სურვილი გამოთქვეს, მაგრამ უარი მიიღეს.

“ვესტ ბრომვიჩის” ხელმძღვანელობა იდეიეს წასვლის წინააღმდეგი არ არიან, მაგრამ გუნდის მთავარი მწვრთნელი ტონი პიულისი მისი განათხოვრების წესით გაშვების წინააღმდეგია და მხოლოდ გაყიდვაზეა თანახმა. შეგახსენებთ, რომ იდეიე კლუბის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული შენაძენია - ივლისში კიევის “დინამომ” მის სანაცვლოდ 10 მილიონი გირვანქა სტერლინგი მიიღო. მას შემდეგ ბრაუნმა ახალი გუნდის შემადგენლობაში მხოლოდ ორი გოლი გაიტანა.

0.114829