იტალიის სერია A-მ სტარტი ტრადიციულად ორი შეხვედრით აიღო. თავდაპირველად გენუაში, “ჯენოამ” ფლორენციის “ფიორენტინას” უმასპინძლა, ხოლო ოდნავ მოგვიანებით დედაქალაქური “რომა” ლევან მჭედლიძის “ემპოლის” დაუხვდა.
მიმდინარე სეზონის წინ “რომამ” მიზნად სკუდეტოს მოგება დაისახა, მაგრამ ბოლო დროს გუნდის ნაჩვენები შედეგებიდან გამომდინარე, როგორც ჩანს მიზანზე ხელის აღება მოუწევს. რუდი გარსიას გუნდმა ზედიზედ მეოთხე მოუგებელი შეხვედრა ჩაატარა. ამჯერად “მგლებმა” აუტსაიდერ “ემპოლისთან” დაკარგეს ქულები. ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს სტუმართა ვეტერანმა ფორვარდმა მასიმო მაკარონემ გახსნა, რომელმაც თერთმეტმეტრიანი გამოიყენა. აღსანიშნავია, რომ ამ ეპიზოდში ბოლო იმედის ჯარიმისთვის მასპინძელთა მცველი მანოლასი შეხვედრის არბიტრმა მოედნიდან გააძევა. ფეხბურთელთა შორის რიცხობრივი თანაფარდობა პირველივე ტაიმში აღდგა. 43-ე და 45-ე წუთებზე სტუმარმა რიკარდო საპონარამ მსაჯს ორი ყვითელი ბარათი დასტყუა, რაც შესაბამისად წითელ ბარათშიც გადაიზარდა. “რომამ” ანგარიშის გათანაბრება მეორე ტაიმში შეძლო. 57-ე წუთზე მირალემ პიანიჩის კარგი გადაცემის შედეგად ბრაზილიელმა მაიკონმა დიაგონალური დარტყმით გაიტანა. დარჩენილ დროში “რომამ” გამარჯვების გოლის გატანა ვერ მოახერხა და მორიგი ორი ქულაც დაკარგა. “ემპოლელმა” მჭედლიძემ მოედანზე მატჩის ბოლო 15 წუთი გაატარა, თუმცა დასამახსოვრებელი არაფერი შეუქმნია. რუდი გარსიას გუნდმა ლიდერთან ჩამორჩენა 6 ქულამდე შეამცირა, მაგრამ “იუვენტუსი” ამ ტურის შეხვედრას ხვალ ჩაატარებს. “ემპოლის” კი 20 ქულით მე-15 ადგილი უკავია.
21-ე ტურის პირველ შეხვედრაში “ჯენოამ” ფლორენციის “ფიორენტინა” მიიღო. მატჩი მასპინძელთა სათამაშო უპირატესობით წარიმართა, თუმცა “როსობლუმ” გამარჯვების მოპოვება მაინც ვერ მოახერხა. ანგარიში ჯამპიერო გასპერინის გუნდმა გახსნა. მე-14 წუთზე სტეფანო სტურარომ ცარიელ კარში ბურთო ძელს გაარტყა, რომელიც მეკარე ტატარუშანუს მოხვდა და კარში შევარდა. პირველ ნახევარში გუნდებმა მეტი გოლის გატანა ვეღარ მოახერხეს. “ფიორენტინამ” წონასწორობა მეორე ტაიმის დასაწისში აღადგინა. 55-ე წუთზე მატი ფერნანდესმა საჯარიმოში ჩააწოდა, იქ კი გონსალო როდრიგესმა საჰაერო ორთაბრძოლა მოიგო და მატია პერინს ახლო კუთხეში გაუტანა. საბოლოოდ, შეხვედრაც ფრედ – 1:1 დასრულდა. მიღწეული ფრით “ჯენოამ” 29 ქულა დააგროვა და მე-7 ადგილზეა, ხოლო “ფიორენტინას” სამი ქულით მეტი აქვს და სატურნირო ცხრილშიც ერთი პოზიციით მაღლა დგას.
“ჯენოა” – “ფიორენტინა” 1:1 (1:0)
გენუა, “ფერარისი”
“ჯენოა” (3-4-3): პერინი; რონკალია, ბურდისო, დე მაიო; ედენილსონი, სტურარო (იცო 90), რინკონი, კუჩკა; იაგო ფალკე (როზი 87), ნიანგი (ლესტიენი 70), პეროტი
მწვრთნელი: ჯამპიერო გასპერინი
“ფიორენტინა” (3-5-2): ტატრუშანუ; ტომოვიჩი, როდრიგესი (რიჩარდსი 84), ბასანტა; ხოაკინი, მატი ფერნანდესი, ბადეი, ბორხა ვალერო, ვარგასი; დიამანტი (კურტიჩი 70), ბაბაკარი (ჯილარდინო 74)
მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა
გოლები: 1:0 ტატარუშანუ (14, ა.გ), 1:1 როდრიგესი (55)
გაფრთხილება: ბურდისო (45, 81), სტურარო (83) – ბორხა ვალერო (73)
გაძევება: ბურდისო (81)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 14 (7) – 9 (6) ბურთის ფლობა: 50%-50% კუთხურები: 8:2 გაფრთხილება: 3:1 გაძევება: 1:0
მსაჯი: ნიკოლა რიცოლი
“რომა” – ემპოლი” 1:1 (0:1)
რომი, “სტადიო ოლიმპიკო”
“რომა” (4-3-3): დე სანკტისი; მაიკონი (ვერდე 82); მანოლასი, იანგა-მბივა, ჰოლებასი; პიანიჩი, კეიტა, ნაინგოლანი; იტურბე (ფლორენცი 25), ტოტი (ასტორი 40), ლიაიჩი
მწვრთნელი: რუდი გარსია
“ემპოლი” (4-3-1-2): სეპე; ჰისაი, რუგანი, ბარბა, მარიო რუი; კროჩე, ვალდიფიორი (სინიორელი 84), ვესინო; საპონარა; მაკარონე (ზიელინსკი 58), პუჩიარელი (მჭედლიძე 74)
მწვრთნელი: მაურიციო სარი
გოლები: 0:1 მაკარონე (39, პენ), 1:1 მაიკონი (57)
გაფრთხილება: ფლორენცი (59), ასტორი (90), ნაინგოლანი (90) - საპონარა (43, 45), კროჩე (50), ვალდიფიორი (71)
გაძევება: მანოლასი (38) – საპონარა (45)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 18 (4) – 5 (1) ბურთის ფლობა: 58%-42% კუთხურები: 7:3 გაფრთხილება: 3:4 გაძევება: 1:1
მსაჯი: კარმინე რუსო
ბომბარდირები: კარლოს ტევესი (“იუვენტუსი”) – 13 გოლი, გონსალო იგუაინი (“ნაპოლი”) – 12, პაულო დიბალა (“პალერმო”) – 10, ჟერემი მენეზი (“მილანი”) – 10, მაურო იკარდი (“ინტერი”) – 10.