ფეხბურთი

1:11 | 1.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ყაიმი “ჩელსის” სასარგებლოდ

პრემიერლიგის 23-ე ტურში ერთმანეთს გათამაშების ლიდერები დაუპირისპირდნენ. ლონდონის “ჩელსიმ” შინ “მანჩესტერ სიტი” მიიღო და ფრედ ეთამაშა.

კლუბები შეხვედრას სერიოზული დანაკლისით შეხვდნენ. მასპინძლებს სესკ ფაბრეგასი და დიეგო კოშტა არ ჰყავდათ, ხოლო სტუმრებს იაია ტურე აკლდათ. ლონდონელები მეტოქეს 5 ქულით უსწრებდნენ და წაგების გარდა, ნებიმიერი შედეგი მათ აძლევდათ ხელს. “ჩელსის” გამარჯვების შემთხვევაში კი, ფაქტობრივად ჩემპიონის ბედი ნაადრევად ირკვეოდა. მატჩი ორივე გუნდმა ფრთხილად დაიწყო და მომენტები ნაკლებად იქმნებოდა. 23-ე წუთზე აგუეროს დარტყმული კურტუამ მოიგერია, ხოლო 29-ე წუთზე ოსკარის დარტყმული ჰარტის იოლი ნადავლი გახდა. კიდევ ერთი მომენტი შეექმნა სერხიო აგუეროს, მაგრამ არგენტინელის დარტყმულს სიზუსტე აკლდა. ყველაზე საინტერესო მოვლენები პირველი ნახევარის ბოლო 5 წუთში მოხდა, 41-ე წუთზე ედენ აზარის გადაცემის შემდეგ ლოიკ რემიმ დააწინაურა “ჩელსი”, მაგრამ ლონდონელებმა შესვენებამდე ანგარიში ვერ შეინარჩუნეს. 45-ე წუთზე ნავასის ჩაწოდების შემდეგ ტიბო კურტუა ცუდად გამოვიდა კარიდან და სერხიო აგუეროს დაუგდო ბურთი, რომლის დარტყმულსაც დავიდ სილვამ შეუცვალა მიმართულება და ანგარიში გაათანაბრა – 1:1. მეორე ნახევარი კიდევ უფრო ფრთხილი გამოდგა, მასპინძლები აშკარად თანახმანი იყვნენ ფრეზე და კარისკენ საერთოდ აღარ გაუხედავთ, ხოლო სტუმრებს ბევრი არაფერი გამოსდიოდათ. ყველაზე რეალური ეპიზოდი ფერნანდიოს ჰქონდა, რომლის თავურიც ტიბო კურტუამ უკუაგდო. ამრიგად, “ჩელსიმ” “სიტისთან” არსებული 5 ქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა.

“მანჩესტერ იუნაიტედმა” შინ უპრობლემოდ დაამარცხა “ლესტერი”. “წითელმა ეშმაკებმა” პირველივე ნახევარში სამი გოლი გაუტანეს შვარცერს და შეხვედრის ბედი ნაადრევად გადაწყვიტეს. “მელიებმა” რაც მოახერხეს, მე-80 წუთზე პრესტიჟის გოლის გატანაა.

“ლივერპულმა” “ვესტ ჰემს” უმასპინძლდა და მეორე ნახევარში მოახერხა გატეხვა. ანგარიში 51-ე წუთზე რაჰიმ სტერლინგმა გახსნა, ხოლო მე-80 წუთზე ხანგრძლივი უქმობის შემდგომ დაბრუნება დანიელ სტარიჯმა გატანილი გოლით აღნიშნა – 2:0.

“ტოტენჰემმა” გასვლაზე მარტივად დაამარცხა “ვესტ ბრომვიჩი”. ანგარიში კრისტიან ერიკსენმა გახსნა, ხოლო შემდეგ ჰარი კეინის ჯერი დადგა, რომელმაც დუბლი გაიფორმა – 0:3.

“სტოკმა” “ბრიტანია სთედიუმზე” “ქუინზ პარკ რეინჯერსი” უოლტერსის ჰეთ-თრიკით დაამარცხა. ქპრ-ს სტუმრად საშინელი შედეგი აქვს – 11 მატჩიდან 11 წაგება.

ჰალი – ნიუკასლი 0:3 (0:2)


ჰალი, “კინგსტონ სთედიუმი”

ჰალი (4-4-2): მაკგრეგორი, დევისი, დოუსონი, რობერტსონი (ბრედი 71), ლივერმორი, ჰადლსტოუნი, მეილერი (ალუკო 56), გ.რამირესი, ა.ერნანდესი (ინსი 67), იელავიჩი.
მწვრთნელი: სტივ ბრიუსი

ნიუკასლი (4-2-3-1): კრული, კოლოჩინი, უილიამსონი, ჯანმაატი, ჰაიდარა, კოლბეკი, ანიტა, ამეობი (აბეიდი 92), კაბელია (გუფრანი 72), სისოკო, ა.პერესი (სისე 82).
მწვრთნელი: ჯონ კარვერი

გოლები: 0:1 კაბელია (40), 0:2 ამეობი (50), 0:3 გუფრანი (78).
გაფრთხილებები: მეილერი, ელმოჰამედი, რობერტსონი, ლივერმორი – ანიტა
მსაჯი: ფილ დაუდი
ბურთის ფლობა: 53%-47%, დარტყმა: 13(8)-12(5), ჯარიმა: 15-13, კუთხური: 3-3, თამაშგარე: 4-0, სეივი: 2-8

მანჩესტერ იუნაიტედი – ლესტერი 3:1 (3:0)

მანჩესტერი, “ოლდ ტრაფორდი”

მანჩესტერ იუნაიტედი (4-1-3-2): დე ხეა, როხო, ჯონსი, ვალენსია (მატა 77), შოუ, ბლინდი, იანუზაი, დი მარია, რუნი, ვან პერსი (მაკნაირი 68), ფალკაო (უილსონი 81).
მწვრთნელი: ლუის ვან გაალი

ლესტერი (4-4-2): შვარცერი, მორგანი, ვასილევსკი, სიმპსონი, დე ლაეტი, დრინკვოთერი, კინგი, შლუპი, ვარდი (კამბიასო 46), კრამარიჩი (ოლბრაიტონი 62), ულოა (ნუჯენტი 62).
მწვრთნელი: ნაიჯელ პირსონი

გოლები: 1:0 ვან პერსი (27), 2:0 ფალკაო (32), 3:0 მორგანი (44 ს.კ.), 3:1 ვასილევსკი (80).
გაფრთხილებები: დრივკვოთერი
მსაჯი: მარტინ ატკინსონი
ბურთის ფლობა: 72%-28%, დარტყმა: 12(5)-4(1), ჯარიმა: 8-12, კუთხური: 4-3, თამაშგარე: 3-1, სეივი: 0-2

ლივერპული – ვესტ ჰემი 2:0 (0:0)

ლივერპული, “ენფილდი”

ლივერპული (3-4-2-1): მინოლე, შკრტელი, ჩანი, სახო, ლეივა, ჰენდერსონი, მარკოვიჩი (სტარიჯი 68), მორენო, კოუტინიო (იბე 81), ლალანა, სტერლინგი.
მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი

ვესტ ჰემი (4-3-1-2): ადრიანი, კოლინსი (დემელი 74), რიდი, ო’ბრიენი, კრესველი, ამალფიტანო (ნობლი 55), სონგი, დაუნინგი, ნოლანი, კეროლი (კ.კოული 63), ვალენსია.
მწვრთნელი: სემ ელარდაისი

გოლები: 1:0 სტერლინგი (51), 2:0 სტარიჯი (80).
გაფრთხილებები: სტერლინგი – კეროლი
მსაჯი: ანდრე მარინერი
ბურთის ფლობა: 66%-34%, დარტყმა: 21(7)-7(2), ჯარიმა: 12-12, კუთხური: 5-7, თამაშგარე: 1-1, სეივი: 2-5

ვესტ ბრომვიჩი – ტოტენჰემი 0:3 (0:2)

ვესტ ბრომვიჩი, “ჰაუტორნსი”

ვესტ ბრომვიჩი (4-4-2): ფოსტერი, მაკოლი, დოუსონი, ლესკოტი, უისდომი (გარდნერი 61), მორისონი (დორანსი 88), იაკობი, მაკმანამანი (ბრაუნი 60), ბრანტი, ბერაჰინო, ანიჩებე.
მწვრთნელი: ტონი პულისი

ტოტენჰემი (4-2-3-1):
ლორისი, ვერტონგენი, ფასიო, უოლკერი, როუზი, მეისონი (სტამბული 74), პაულინიო, დემბელე (ჩადლი 62), ლამელა, ერიკსენი, კეინი (სოლდადო 88).
მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

გოლები: 0:1 ერიკსენი (6), 0:2;0:3 კეინი (15;64).
გაფრთხილებები: ბერაჰინო, იაკობი – ლამელა
მსაჯი: კევინ ფრენდი
ბურთის ფლობა: 37%-63%, დარტყმა: 13(4)-14(4), ჯარიმა: 8-13, კუთხური: 6-3, თამაშგარე: 2-1, სეივი: 1-4

კრისტალ პალასი – ევერტონი 0:1 (0:1)

ლონდონი, “შელჰარსტ პარკი”

კრისტალ პალასი (4-4-1-1): სპერონი, დანი, დელანი, იარდი, კელი (ზაჰა 65), მაკარტური, ლედლი, პანჩონი, გაილი, შამახი (მუტჩი 25), სანოგო (მურეი 71).
მწვრთნელი: ალან პარდიუ

ევერტონი (4-2-3-1): რობლესი, სტოუნზი, იაგიელკა, კოულმენი, ბეინსი, ბერი, ბეშიჩი, ნეისმიტი, მირალაში (ოვიედო 68), მაკგიდი, ლუკაკუ (კონე 92).
მწვრთნელი: რობერტო მარტინესი

გოლი: ლუკაკუ 2.
გაფრთხილებები: ოვიედო, რობლესი
მსაჯი: როჯერ ისტი
ბურთის ფლობა: 55%-45%, დარტყმა: 12(2)-14(2), ჯარიმა: 12-14, კუთხური: 6-1, თამაშგარე: 0-0, სეივი: 1-2

სტოკი – ქპრ 3:1 (2:1)

სტოკი, “ბრიტანია სთედიუმი”

სტოკი (4-2-3-1): ბეგოვიჩი, შოუკროსი (მუნიესა 42), ვოლშაიდი, ბერდსლი, უილსონი, ველანი, ნ’ზონზი, არნაუტოვიჩი (კრაუჩი 63), აირლანდი (ადამი 72), მოზესი, უოლტერსი.
მწვრთნელი: მარკ ჰიუზი

ქპრ (4-1-4-1): გრინი, დანი, ონიოჰა, ჰილი (იუნი 75), ისლა, ჰენრი (ზამორა 46), ფერი, ბარტონი, ვარგასი, კრანჩარი (ჰოილეტი 68), ოსტინი.
მწვრთნელი: ჰარი რედნაპი

გოლები: 1:0;2:0;3:1 უოლტერსი (21;34;92), 2:1 კრანჩარი (36).
გაფრთხილებები: მოზესი, უოლტერსი – ისლა, ბარტონი
მსაჯი: მაიკლ დინი
ბურთის ფლობა: 52%-48%, დარტყმა: 15(3)-14(4), ჯარიმა: 11-12, კუთხური: 3-5, თამაშგარე: 5-2, სეივი: 3-0

სანდერლენდი – ბარნლი 2:0 (2:0)


სანდერლენდი, “ლაით ოფ სთედიუმი”

სანდერლენდი (4-1-4-1): პანტელიმონი, ვერჯინი, ოში, რეველიერი, ვან აანჰოლტი, ბრიდკუტი, ხ.გომესი, ლარსონი, ვიკჰემი (გრემი 76), ა.ჯონსონი (რ.ალვარესი 86), დეფო (ს.ფლეტჩერი 75).
მწვრთნელი: გუსტავო პოიეტი

ბარნლი (4-4-1-1): ჰიტონი, შაკელი, კინი, მი, ტრაიპერი, მარნი, ჯონსი, ბოიდი (ვოლასი 61), არფილდი, ბარნსი (ვოკსი 76), ინგსი (იუტკევიჩი 61).
მწვრთნელი: სეან რიჩი

გოლები: 1:0 ვიკჰემი (20), 2:0 დეფო (34).
გაფრთხილებები: ჯონსონი, ლარსონი, პანტელიმონი – მარნი
მსაჯი: ლი მეისონი
ბურთის ფლობა: 50%-50%, დარტყმა: 8(3)-13(4), ჯარიმა: 12-12, კუთხური: 6-3, თამაშგარე: 3-3, სეივი: 4-1

ჩელსი – მანჩესტერ სიტი 1:1 (1:1)

ლონდონი, “სტემფორდ ბრიჯი”

ჩელსი (4-2-3-1): კურტუა, ზუმა, ტერი, აზპილიკუეტა, ივანოვიჩი, რამირესი, მატიჩი, ოსკარი (ლოფტუს-ჩეკი 92), აზარი, ვილიანი (დროგბა 80), რემი (კეჰილი 87).
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

მანჩესტერ სიტი (4-2-3-1): ჰარტი, კომპანი, დემიჩელისი, კლიში, სანია, ფერნანდო (ლამპარდი 84), ფერნანდინიო, სილვა (იოვეტიჩი 90), მილნერი, ნავასი, აგუერო (ჯეკო 84).
მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი

გოლები:
1:0 რემი (41), 1:1 სილვა (45).
გაფრთხილებები: სილვა, ფერნანდო
მსაჯი: მარკ კლატენბურგი
ბურთის ფლობა: 43%-57%, დარტყმა: 3(2)-10(5), ჯარიმა: 12-14, კუთხური: 1-8, თამაშგარე: 2-3, სეივი: 4-1

ბომბარდირები: დიეგო კოშტა (“ჩელსი”) - 17. სერხიო აგუერო (“მანჩესტერ სიტი”) -14. ჩარლი ოსტინი (ქპრ) - 13. ალექსის სანჩესი ("არსენალი") – 12.

0.205773