ფეხბურთი

0:57 | 1.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ვის უნახავდნენ პეტერსენს?

შაბათის ცენტრალური მატჩი ლევერკუზნში გაიმართა, სადაც მასპინძლებმა ვერც გაუტანეს "დორტმუნდს" და არც გაუშვეს. საყურებლად ისეთი თამაში ვერ გამოდგა, როგორსაც ამ გუნდებისგან ელოდნენ. სახიფათო მომენტ იშვიათად იქმნებოდა, ბოლოს კი უკვე ორივე გუნდი ფრთხილობდა და ფრე ლოგიკური შედეგი იყო. იურგენ კლოპის გუნდი ბოლო ადგილზე დაეშვა.
უცნაურად განვითარდა მოვლენები ფრაიბურგში, სადაც სტუმარი 'აინტრახტი" პირველივე წუთზე დაწინაურდა, მაგრამ მეორე ნახევარში ფრაიბურგელებმა ოთხი უპასუხო ბურთი გაიტანეს. ჯერ ვლადიმირ დარიდამ გაიტანა პენალტი, შემდეგ კი ნილს პეტერსენმა მოიწყო ბენეფისი და ჰეთ-თრიქი მიითვალა. საინტერესო ისაა, რომ პეტერსენი შესვენების შემდეგ გამოჩნდა მინდორზე. ვის უნახავდნენ, ნეტავ?
"შალკემ" ჰიოგერის გოლით სძლია "ჰანოვერს", რომელიც თამაშში არაფრით ჩამორჩა "ხუმარებს" და გოლამდე სულ ცოტა აკლდებოდა. "გლადბახმა" კი გავარდნის ერთ-ერთ კანდიდატ "შტუტგარტს" პატრიკ ჰერმანის გოლით მოუგო.
ჰამბურგელების შველა არაა. ამჯერად მათ შინ 0:2 წააგეს "კიოლნთან" და ორივე გოლი გამთამაშებელმა რისემ მიითვალა. ცოტა მოულოდნელი იყო "მაინცის" 5:0 გამარჯვება. გასული წრის ბოლო ტურები მაინცელებმა სუსტად ჩაატარეს, ამჯერად კი მშვენივრად დაიწყეს და "პადერბორნი" გაანადგურეს. საინტერესოა, რომ უგოლოდ დარჩა იაპონელი შინჯი ოკაზაკი, თუმცა ერთ-ერთი საუკეთესო კი იყო მინდორზე.


შალკე-ჰანოვერი 1:0 (1:0)
შალკე; გიფერი, უჩიდა, ფუხსი, ჰიოვედესი, კირხოფი, ნასტასიჩი, ნოიშტადტერი, ჰიოგერი (ბარნეტა 70), მაიერი (მატიპი 90+1), ჩუპო-მოტინგი (კ.პრინს ბოატენგი 62), ჰუნტელაარი
მწვრთნელი: რობერტო დი მატეო
ჰანოვერი; ცილერი, შულცი, მარსელო, ალბორნოსი (პანდერი 88), ჰიროკი საკაი, შტინდლი, შმიდებახი (სანე 88), ბიტენკური, ჰირში (კიოტაკე 68), ბრიანი, ხოსელუ
მწვრთნელი: ტაიფუნ ქორქუთი
გოლები: 1:0 ჰიოგერი (32)
გაფრთხილება: გიფერი (30), ბიტენკური (31), ალბორნოსი (42), შტინდლი (68), ნოიშტადტერი (88)
გაძევება: ჰუნტელაარი (85)
მსაჯი: შტეგემანი
ბურთის ფლობა: 38-62 კარში დარტყმა: 15 (5)-13 (1) კუთხური: 5-7 თამაშგარე: 1-3 სეივი: 1-4 ჯარიმა: 15-15

მაინცი-პადერბორნი 5:0 (1:0)
მაინცი: კარიუსი, ბენგსტონი, ხარა, ბროზინსკი, ბელი, ბაუმგარტლინგერი (სოტო 80), კლემენსი, მალი (ბუნგერტი 80), დე ბლაზისი, გაისი, ოკაზაკი (ალაგუი 70)
მწვრთნელი: კასპერ ჰიულმანდი
პადერბორნი: ლარს კრუზე, ჰანემაიერი, შტროდიკი (ვრანჩიჩი 53), რაფა, ვერმერი, ციგლერი, კოჩი (ლაკიჩი 81), ბაკალორცი, შტოპელკამპი (მეჰა 74), რუპი, კუჩკე
მწვრთნელი: ანდრე ბრაიტენრაიტერი
გოლები: 1:0, 2:0 მალი (6, 46), 3:0 დე ბლაზისი (70), 4:0 ალაგუი (82), გაისი (87 პენ)
გაფრთხილება: რაფა (32)
მსაჯი: ჰარტმანი
ბურთის ფლობა: 53-47 კარში დარტყმა: 21(8) - 10(2) კუთხური: 9-4 თამაშგარე: 1-2 სეივი: 2-3 ჯარიმა: 14-17

ფრაიბურგი – აინტრახტი 4:1 (0:1)
ფრაიბურგი: ბიურკი, ტორეხონი, რიტერი (ზორგი 46), ჰიონი, გიუნტერი, შუსტერი (პეტერსენი 46), ფრანცი, შმიდი, დარიდა, კლაუსი, მეჰმედი (ფილიპი 66)
მწვრთნელი: კრისტიან შტრაიხი
აინტრახტი: ტრაპი, რუში, ოცზიპკა, ჩანდლერი, ბამბა, მაიერი, ჰასებე (მადლუნგი 83), ინუი (პიაზონი 77), აიგნერი (77), შტენდერა, სეფეროვიჩი
მწვრთნელი: თომას შააფი
გოლები: 0:1 რუში (1), 1:1 დარიდა (61 პენ), 2:1,3:1, 4:1 პეტერსენი (63, 69, 88)
გაფრთხილება: ტრაპი (45), ბამბა (45), ჩანდლერი (57), მეჰმედი (58), გიუნტერი (62), ფილიპი (73)
მსაჯი: ცვაიერი
ბურთის ფლობა: 50-50 კარში დარტყმა: 15 (8)-12 (6) კუთხური: 3-5 თამაშგარე: 4-6 სეივი: 5-4 ჯარიმა: 11-14

შტუტგარტი-გლადბახი 0:1 (0:0)
შტუტგარტი: ულრაიხი, კლაინი, შვააბი (კოსტიჩი 77), ნიდერმაიერი, ბაუმგარტლი, გენტნერი, ჰლუშეკი, რომეუ, ლეიტნერი (მაქსიმი 74), ჰარნიკი, ტიმო ვერნერი (იბიშევიჩი 69)
მწვრთნელი: ჰუბ სტევნსი
გლადბახი: სომერი, ვენდტი, შტრანცლი, ჯონსონი, იანჩკე, ჰერმანი, ჯაკა, კორბი (ბრაუერსი 90+1), კრამერი, ჰრგოტა, მაქს კრუზე (ნორდვაიტი 90+1),
მწვრთნელი: ლუსიენ ფავრი
გოლები: 0:1 ჰერმანი (71)
გაფრთხილება: ჯაკა (330, გენტნერი (33), ნიდერმაიერი (50), კოსტიჩი (80), კორბი (81)
მსაჯი: დინგერტი
ბურთის ფლობა: 31-69 კარში დარტყმა: 13 (6)-16 (7) კუთხური: 1-5 თამაშგარე: 1-4 სეივი: 6-2 ჯარიმა: 13-15

ჰამბურგი-კიოლნი 0:2 (0;0)
ჰამბურგი: დრობნი, იანსენი, ჯურუ, ვესტერმანი, რაიკოვიჩი, ჟირაჩეკი (ლასოგა 73), ნიკო მიოულერი (შტიბერი 60), გიოტცი, გუაიდა (ბაისტერი 76), ვან დერ ვაარტი, ოლიჩი
მწვრთნელი: იოზეფ ცინბაუერი
კიოლნი: ჰორნი, მარო, ოლკოვსკი, ჰექტორი, ვიმერი, ლემანი, ჰალფარი, პეშკო, (სვენტო 66), რისე (გერჰარდტი 80), ვიოგტი, უჯა
მწვრთნელი: პეტერ შტიოგერი
გოლები: 0:1, 0:2 რისე (62, 78)
გაფრთხილება: პეშკო (16), ვან დერ ვაარტი (16), რაიკოვიჩი (62), ჯურუ (82)
მსაჯი: შტარკი
ბურთის ფლობა: 46-54 კარში დარტყმა: 10 (3)-16 (6) კუთხური: 3-3 თამაშგარე: 1-3 სეივი: 4-3 ჯარიმა: 17-11

ლევერკუზენი-დორტმუნდი 0:0
ლევერკუზენი: ლენო, ჰილბერტი, ტოპრაკი, სპაჰიჩი, ვენდელი, ლარს ბენდერი, კასტრო, ბელარაბი, ჩალჰანოღლუ (როლფესი 74), კისლინგი, დრმიჩი (ბრანდტი 70)
მწვრთნელი: როჯერ შმიდტი
დორტმუნდი: ვაიდენფელერი, პიშჩკი (სუბოტიჩი 46), ჰუმელსი, სოკრატისი, შმელცერი, გინტერი, შაჰინი, გროსკროიცი (მხითარიანი 62), როისი, კამპლი, იმობილე (ადრიან რამოსი 81)
მწვრთნელი: იურგენ კლოპი
გაფრთხილება: დრმიჩი (13), შმელცერი (31), კამპლი (39)
მსაჯი: კირხერი
ბურთის ფლობა: 59-41 კარში დარტყმა: 7 (3)-10 (2) კუთხური: 4-3 თამაშგარე: 1-2 სეივი: 2-3 ჯარიმა: 20-17

თეგებიბუნდესლიგა
0.160101