ფეხბურთი

21:02 | 31.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

“კორდობამ” “სიტის” ფეხბურთელი ინათხოვრა

“მანჩესტერ სიტის” საკუთრებაში მყოფი არგენტინელი ფეხბურთელი ბრუნო სუკულინი სეზონის დარჩენილ ნაწილს პრიმერა დივიზიონის ბინადარ “კორდობაში” გაატარებს. აღნიშნული ინფორმაცია ესპანური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

21 წლის ფეხბურთელი 30 იანვრამდე “ვალენსიაში” გახლდათ განათხოვრებული. ნახევარმცველმა “ღამურების” რიგებში ფეხი ვერ მოიკიდა. ბრუნომ ვალენსიელთა მაისურით მხოლოდ ერთ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

სუკულინი “ქალაქელებმა” არგენტინული “რასინგიდან” 2014 წლის ზაფხულში 2.5 მილიონ ევროს სანაცვლოდ შეიძინა. ბრუნომ “სიტის” მაისურით ერთი მატჩი ჩაატარა და ესპანეთში აგვისტოს თვეში გადაბარგდა.

0.149076