ფეხბურთი

20:32 | 31.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: “რომამ” დუმბია შეიძინა

კოტდივუარის ეროვნული ნაკრების და აწ უკვე მოსკოვის ცსკა-ს თავდამსხმელი სეიდუ დუმბია კარიერას “რომაში” გააგრძელებს. როგორც რუსული კლუბის ოფიციალურ გვერდზეა ნათქვამი, 27 წლის ფეხბურთელი რომაელებს შეუერთდება.

ვრცელდებოდა ცნობები, თითქოს და დუმბიას “რომა” სეზონის ბოლომდე ინათხოვრებდა. ჯერჯერობით ოფიციალური ინფორმაცია ტრანსფერი დეტალების შესახებ არ არსებობს.

ევროპულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კოტდივუარელის სანაცვლოდ “მგლები” რუსებს 15 მილიონ ევროს გადაუხდიან, ხოლო ფეხბურთელს 4.5-წლიან კონტრაქტს გაუფორმებენ.

ცსკა-ს მაისურით 27 წლის თავდამსხმელმა 129 მატჩი ჩაატარა და 84 გოლი გაიტანა. ფეხბურთელი ამჟამად აფრიკის ეროვნებათა თასზე ასპარეზობს და ჯგუფური ეტაპზე ერთი გოლი გაიტანა. აღნიშნული ტურნირის დასრულების შემდეგ დუმბია “რომას” მიაშურებს.

0.122498