ბრაზილიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა 31 წლის ფრედმა “ფლუმინენსესთან” კონტრაქტი 4 წლით გაახანგრძლივა და გუნდში 2018 წლის ბოლომდე დარჩება. აღნიშნული ინფორმაცია ბრაზილიური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
ფეხბურთელი “ფლუს” 2009 წლის მარტში ფრანგული ლიონის “ოლიმპიკიდან” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. მას შემდეგ ბრაზილიური გუნდის მაისურით ფრედმა 223 მატჩი ჩაატარა და 139 გოლი გაიტანა. “სელესაოს” ღირსება თავდამსხმელმა 39 შეხვედრაში დაიცვა და მეტოქე 18-ჯერ დაამწუხრა.