არგენტინის ეროვნული ნაკრების და ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელმა კარლოს ტევესმა განაცხადა, რომ “ბიანკონერისთან” კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს.
“აღარ გავიმეორებ, რომ უკვე ყველაფერი გადაწყვეტილი მქონდა. როდესაც “იუვენტუსთან” კონტრაქტი გავაფორმე მაშინვე ვთქვი, ეს იქნება ჩემი ბოლო ხელშეკრულება “ბოკა ხუნიორსში” დაბრუნებამდე. სანამ სამშობლოში დავბრუნდები, მინდა ტურინელებთან ერთად ყველაფერი მოვიგო, რასაც შევძლებთ”, – განაცხადა არგენტინელმა.
30 წლის ტევესს იტალიელებთან კონტრაქტი 2016 წლის ივლისამდე აკავშირებს. ხელშეკრულების დასრულების შემდეგ კი “ბოკა ხუნიორსს” მიაშურებს, რომლის ღირსება არგენტინელს 110 მატჩში დაუცავს და 38 გოლიც გაიტანა.