იტალიური “მილანი” ახალი სტადიონის მშენებლობას იწყებს. ახალი არენა 48 ათას გულშემატკივარს დაიტევს და იგი ექსპლოატაციაში 2018-2019 წლების სეზონიდან შევა.
ახალი სტადიონი პორტელოს დასახლებაში აშენდება და ის მხოლოდ “მილანის” საკუთრება იქნება.
როგორც მოგეხსენებათ, ამჟამად იტალიური გრანდი “სან სიროს” სტადიონზე თამაშობს, რომელიც თანაქალაქელი “ინტერის” საშინაო არენაცაა.