თურქეთის სუპერლიგის მე-18 ტურის შეხვედრაში მარცხი განიცადა შოთა არველაძის “ქასიმფაშამ”. ქართველი მწვრთნელის გუნდი საშინაო შეხვედრაში მინიმალური ანგარიშით დამარცხდა “ბასაქშეჰირთან,” რომელიც ასევე სტამბოლის წარმომადგენელია.
მატჩის 79-ე წუთზე მასპინძელთა კარში თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც ზუსტად გამოიყენა “ფენერბაჰჩეს” ყოფილმა ფეხბურთელმა სემიჰ სენთურკმა.
აღსანიშნავია, რომ მთავარმა მსაჯმა “ქასიმფაშას” ორი ფეხბურთელი მოედნიდან გააძევა. 57-ე წუთზე ბუიუკმა, ხოლო 90-ე წუთზე თორუნმა დატოვა მინდორი.
სადღეისოდ “ქასიმფაშა” 23 ქულით მე-9 ადგილზე იმყოფება, მისმა დღევანდელმა მეტოქემ კი მეოთხე ადგილზე აინაცვლა.