კალათბურთი

17:44 | 31.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

კაზინსმა ბრაიანტი ჩაანაცვლა

ESPN-ის ცნობით, “ოლ სტარზე” კობი ბრაიანტის მაგივრად “საკრამენტო კინგზის” ფორვარდი დემარკუს კაზინსი ითამაშებს.

როგორც იცით, კობი ბრაიანტმა მარჯვენა მხარზე ოპერაცია გაიკეთა და პარკეტს 9 თვის შემდეგ დაუბრუნდება. ამიტომ “დასავლეთის” გუნდის ძირითად 5-ეულში ერთი ადგილი ვაკანტური აღმოჩნდა. 24 წლის დემარკუს კაზინსისი “ოლ სტარში” პირველად მიიღებს მონაწილეობას. დემარკუსი მიმდინარე სეზონში საშუალოდ 23.8 ქულას აგროვებს, რაც ასოციაციაში მეხუთე შედეგია. ამასთან მოხსნებით “საკრამენტოს” ცენტრი მესამეზეა (12.3 მოხსნა).

“ოლ სტარის” მატჩი 25 თებერვალს ნიუ იორკში გაიმართება.

0.118167