ფეხბურთი

15:59 | 31.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ვაწაძის საგოლე პასი

დანიის პირველ დივიზიონში მოასპარეზე “ორჰუსმა”, რომელშიც მათე ვაწაძე, დავით სხირტლაძე და დავით დევდარიანი ირიცხებიან, ამხანაგურ შეხვედრაში “ოდერი” 1:0 დაამარცხა.

ვაწაძემ პირველი ტაიმი ჩაატარა, ხოლო სხირტლაძემ შეუცვლელად ითამაშა. 23-ე წუთზე კიაერმა ერთადერთი გოლი ვაწაძის პასის მერე გაიტანა. პირველ ტაიმში თავის გამოჩენა სხირტლაძესაც შეეძლო, რომელმაც საგოლე შანსი ვერ გამოიყენა.

დევდარიანს ტრავმის გამო კვლავ არ უთამაშია. მას დიდი დრო გაუცდა და უცნობია, მოედანს როდის დაუბრუნდება.

0.115767