ჩოგბურთი

15:02 | 31.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

სერენამ ავსტრალია მეექვსედ აიღო (+VIDEO)

სერენა უილიამსი ერთეულთა თანრიგში მეცხრამეტედ გახდა სადიდსლემო ტურნირის ჩემპიონი! მელბურნის როდ ლეივერი სახელობის კორტზე უილიამს-უმცროსმა ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში მარია შარაპოვას 6:3, 7:6 სძლია და დიდი სლემის წლის პირველ შეჯიბრებაზე მეექვსედ მოიპოვა უძლიერესის ტიტული.

ქალთა რეიტინგსიის პირველ-მეორე ნომრების ფინალური დაპირისპირება საათსა და 51 წუთს გაგრძელდა. სერენამ 18 ეისი შეასრულა და 2004 წლის შემოდგომიდან მოყოლებული შარაპოვასთან კვლავ არ აგებს. ამ 2 ჩოგბურთელის ურთიერთშეხვედრების ანგარიში 17:2 გახდა. სერენამ მიჯრით მეთექვსმეტედ მოახერხა მაშას დამარცხება.

მატჩის შემდეგ გამართულ დაჯილდოების ცერემონიალზე ფინალისტებმა შემდეგი განაცხადეს:

მარია შარაპოვა: “სერენას მორიგ გამარჯვებას ვულოცავ. დიდი პატივია, მის წინააღმდეგ თამაში, რადგან იგი საუკეთესოა. წლევანდელ ტურნირზე საკუთარი თამაშით ვამაყობ. ძალიან მიყვარს როდ ლეივერის სახელობის არენა. დიდი მადლობა სამწვრთნელო შტაბს, ოჯახს, მეგობრებს, გულშემატკივრებს და ტურნირის ორგანიზატორებს. ამ უკანასკნელებმა მართლაც მაღალ დონეზე ჩაატარეს წლევანდელი შეჯიბრება. მოუთმენლად დაველოდები მელბურნში დაბრუნებას”.

სერენა უილიამსი: “მადლობა მამაზეციერს. მას ჯანმრთელობას ვთხოვ და ამჯერადაც ასპარეზობის საშუალება მომცა. ვულოცავ მარიას კარგ თამაშსა და საინტერესო ფინალს. ბავშვობაში 19 სადიდსლემო ტურნირზე არც მიოცნებია, დღემდე ჩემთვის მთავარი ბურთი, ჩოგანი და კორტია. მიყვარს ეს სარბიელი და აქაური გულშემატკივრები. დიდი მადლობა პატრიკ მურატოღლუს, რომელსაც ჩემდამი რწმენა არასდროს დაუკარგავს. ავსტრალიის ღია პირველობაზე შესრულებული ყველა ეისიდან 200 დოლარს საქველმოქმედო ფონდებში გადავრიცხავ”.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.127716