ფეხბურთი

13:31 | 31.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: “ვოლფსბურგმა” გამარჯვება დაიმსახურა”

მიუნხენის “ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ “ვოლფსბურგთან” სტუმრად წაგებული (1:4) ბუნდესლიგის მე-18 ტურის შეხვედრის შემდეგ “მგლებს” წარმატება მიულოცა და აღნიშნა, რომ “რეკორდმაისტერებმა” განვლილი თამაში უნდა გაანალიზონ.

“მეტოქემ საწყის წუთებშივე გაგვიტანა გოლი და თამაშის შემოტრიალება ვეღარ შევძელით. “ვოლსბურგს” სათამაშო სივრცე მივეცით და მეტოქემ ეს სათანადოდ გამოიყენა კიდეც. ვულოცავ მოწინააღმდეგეს გამარჯვებას. მათ ჩვენზე კარგად ითამაშეს და მოგებაც დაიმსახურეს. აღნიშნული მატჩის გაანალიზება გვჭირდება”, – განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.

“ვოლსბურგმა” ამ გამარჯვებით “ბაიერნთან” ქულათა სხვაობა 8-მდე შეამცირა, ხოლო ბუნდესლიგაში მესამეადგილოსან “ლევერკუზენს” 9 ქულით უსწრებს. მომდევნო მატჩს “რეკორმაისტერები” შინ “შალკესთან” გამართავენ, ხოლო “მგლები” სტუმრად “აინტრახტს” დაუპირისპირდებიან.

0.112612