ფეხბურთი

11:13 | 31.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ცხადაძემ და კომპანიამ ვერ მოიგეს, სანაიას დებიუტი

აზერბაიჯანის საფეხბურთო პრემიერლიგის მეორე ეტაპის სტარტზე ბაქოს “ინტერმა”, რომელსაც საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაცი კახა ცხადაძე წვრთნის, შინ “სუმგაითს” ვერ მოუგო - 0:0.

“ინტერში” მცველმა ლაშა სალუქვაძემ სრულად ითამაშა. ფორვარდი ბაჩანა ცხადაძე სასტარტოში იყო და 72-ე წუთზე შეცვალეს. მეკარე გიორგი ლომაია თადარიგში იმყოფებოდა. უკანახაზელი ალექსანდრე ამისულაშვილი შეკრებაზე დაშავდა და ბაქოელებს ამიტომ ვერ დაეხმარა. “ინტერი” 30 ქულით 10 გუნდში მეორე ადგილზეა.

საფრანგეთის ლიგა ნაციონალი (მესამე ლიგა) “პარიზში” მარცხენა მცველ ამირან სანაიას ჰქონდა. გათამაშების ლიდერი პარიზელები სტუმრად “სტრასბურგთან” 1:2 დამარცხდნენ და ქართველი უკანახაზელი თამაშში 63-ე წუთიდან ჩაერთო. 25 წლის სანაია პარიზელებს იანვრის დასაწყისში შეუერთდა და კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა. “პარიზი” 38 ქულით 18 გუნდში პირველ ადგილზე იმყოფება.

0.11838