სხვა

2:40 | 31.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

გოგონათა ნაკრების პირველი მოგება

საქართველოს ხელბურთელ გოგონათა ნაკრებმა ბელარუსში პირველი ამხანაგური მატჩი გამართა და 35-33 გაიმარჯვა.

საქართველოს ჩვიდმეტწლამდელების მეტოქე იყო მინსკის თანატოლთა გუნდი. პირველი ტაიმი ფრედ, 18-18 დასრულდა. ქართველებს შორის ყველაზე შედეგიანი იყო გამთამაშებელი ანა ყველაშვილი - 11 გოლი.

გუნდი ბელარუსში 3 თებერვლამდე დარჩება და კიდევ 4 მატჩი უნდა გამართოს, მათ შორის ბელარუსის ნაკრებთან.

30 იანვარი, მინსკი

მინსკი (17წ) - საქართველო (17წ) 33-35

მინსკი: ბაშევა - იანცევიჩი 12, ზენჩიკი 8, პილიპეცი 7, სოლოვიევა 5, დვორნიკოვა 1, ლოვჩევა, დ. პოპოვა, ვ. პოპოვა - მწ. ოლეი

საქართველო - ყაველაშვილი, ჩაჩუა - ყველაშვილი 11, ღვალაძე 6, გაბისონია 5, კუნელაშვილი 3, ჩოხელი 3, ჩოგოვაძე 3, გიორგაძე 2, თეთრაშვილი 1, ქიტესაშვილი 1, ბერიძე, მიხელიძე - მწ. ერაძე, გვაზავა

0.116129