ფეხბურთი

2:28 | 31.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

მგლების სასტიკი დახვედრა

"ბაიერნს" პირველ წრეში სულ ოთხი გოლი ჰქონდა გაშვებული და ამდენივე გაუშვა ერთ შეხვედრაში, მეორე წრის პირველ ტურში. პეპ გვარდიოლას გუნდს შოკი ელოდა ვოლფსბურგში, სადაც მე-4 წუთზე მიიღო პირველი გოლი და ამის შემდეგ უარესად წაუვიდა საქმე. 4:1 – "მგლები" დაუნდობელნი იყვნენ.
დუბლი შასრულეს ჰოლანდიელმა ბას დოსტმა და ბელგიელმა კევინ დე ბრუინმა, რომელმაც ერთი საგოლე პასიც მიითვალა. დე ბრუინი განსაკუთრებული იყო და საერთოდაც, ეს ნახევარმცველი სასწაულ სეზონს ატარებს. ერთადერთი, რასაც "ბაიერნი" დასჯერდა, ესპანელი ხუან ბერნატის გოლი იყო.
აშკარად სუსტად ითამაშეს რობერტ ლევანდოვსკიმ და სხვა შემტევებმაც, ვერც ჩაბი ალონსო ანაწილებდა პასებს ძველებურად.
"ბაიერნთან" 4:1 მოგება დიდი საქმეა და ვოლფსბურგელებს ეს საღამო დიდხანს ემახსოვრებათ.

ვოლფსბურგი-ბაიერნი 4:1 (2:0)
ვოლფსბურგი: ბენალიო, ვიერინია, ნალდო, კნოჩე, როდრიგესი, არნოლდი, ლუის გუსტავო, დე ბრუინი, კალიჯური (ჰუნტი 86), პერიშიჩი (შეფერი 81), დოსტი (ბენდტნერი 83)
მწვრთნელი: დიტერ ჰეკინგი
ბაიერნი: ნოიერი, როდე (ვაიზერი 51), ბოატენგი, დანტე, ბერნატი, ალონსო, შვაინშტაიგერი, ალაბა, მიულერი (გიოტცე 71), რობენი, ლევანდოვსკი (პიზარო 71)
მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა
გოლები: 1:0, 2:0 დოსტი (4, 45+2), 3:0 დე ბრუინი (53), 3:1 ბერნატი (55), 4:1 დე ბრუინი (73)
გაფრთხილება: არნოლდი (43), ალონსო (43), შვაინშტაიგერი (47), ლუის გუსტავო (90)
მსაჯი: ველცი
ბურთის ფლობა: 31-69 კარში დარტყმა: 13 (6)-16 (7) კუთხური: 1-5 თამაშგარე: 1-4 სეივი: 6-2 ჯარიმა: 13-15

0.141138