კალათბურთი

23:21 | 30.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

სანაძის 7 ქულა მოგებულ მატჩში

დუდა სანაძის “სან დიეგო ტორეროსმა” აშშ-ს სტუდენტური ლიგის მიმდინარე გათამაშებაში მიჯრით 2 მატჩი პირველად მოიგო. ქართველი კალათბურთელის გუნდი ამჯერად “სანტა კლარას” დაუხვდა და 69:64 იმარჯვა.

სანაძე სასტარტო ხუთეულში იყო და 22 წუთში 7 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. დუდამ 5-დან 2 ორქულიანი და სამქულიანი ჩააგდო, საჯარიმო ააცილა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.

“სან დიეგომ” 4 მოგება და 6 მარცხი მოაგროვა და “ვესთ ქოუსთის” დივიზიონში მე-6 ადგილზე გადაინაცვლა. ქართველი მცველის გუნდს მომდევნო მატჩს 31 იანვარს, შინ, “სან ფრანცისკოსთან” ელის.

0.11493