ფეხბურთი

18:13 | 30.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

“იუვენტუსი” ახლა ოსვალდოს, ზაფხულში კი ნეტოს დაიმატებს

“ტუტოსპორტის” ინფორმაციით, იტალიის მოქმედი ჩემპიონი ტურინის “იუვენტუსი” ორი ფეხბურთელით გაძლიერდება. ზაფხულის სატრასფერო პერიოდიდან “ბებერი ქალბატონის” მაისურს ფლორენციის “ფიორენტინას” ბრაზილიელი მეკარე ნეტო მოირგებს, რომელსაც კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება. იგი ტურინული გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეურთდება და 4 წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

მეორე ფეხბურთელი კი ნატურალიზებული იტალიელი პაბლო ოსვალდოა, რომელიც მიმდინარე სატრასფერო ფანჯრის დახურვამდე მოირგებს “იუვეს” მაისურს და სეზონის ბოლომდე იჯარით იასპარეზებს. ოსვალდოს “ინტერის” მთავარ მწვრთნელ რობერტო მანჩინისთან კონფლიქტის გამო გუნდის დატოვება გადაწყვეტილი აქვს. აღსანიშნავია, რომ “საუთჰემტონის” საკუთრებაში მყოფი ფეხბურთელის უახლოესი მეგობარი “იუვენტუსის” ლიდერი კარლოს ტევესია. სწორედ ტევესის ძმა, დეიგო დანიელ ტევესი ამბობს, რომ ამ ტრანსფერს გაოფიციალურებაღა აკლია.

ოსვალდო “იუვენტუსის” ღირსებას გასული სეზონის მეორე ნახევარშიც იცავდა და გუნდის მაისურით სერია A-ში ერთი გოლი გაიტანა.

0.124503