კატალონიის “ბარსელონადან” “პორტუში” განათხოვრებული ესპანელი თავდამსხმელი კრისტიან ტელიო “ბლაუგრანას” რიგებში დაბრუნებას არ აპირებს.
23 წლის ფეხბურთელი კატალონიელებმა პორტუგალიურ გრანდში 2014 წლის ზაფხულში 2-წლიანი იჯარის წესით გაუშვეს. ევროპული მედიის ბოლოდროინდელი ინფორმაციით, “დრაკონებს” თავდამსხმელის ესპანეთში დაბრუნება სურთ.
“ახლა მხოლოდ კლუბის წარმატებაზე ვფიქრობ. მოხარული ვარ აქ ყოფნით, რადგან გუნდმა ნდობა გამომიცხადა. მინდა ზოგ სათამაშო ასპექტში უფრო გავუმჯობესდე. მას შემდეგ, რაც აქ ვარ კლუბის ყველა წევრი კარგად მეპყრობა და ადაპტაციაც არ გამჭირვებია. “ – განაცხადა ტელიომ.
ესპანეთის ნაკრების მოთამაშემ მიმდინარე სეზონში “პორტუს” მაისურით ყველა ტურნირზე 25 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 2 გოლი და 8 საგოლე გადაცემაც შეასრულა.