ფეხბურთი

15:18 | 30.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ვერონამ” შესაძლოა ჭანტურია იაპონიაში გაუშვას

იტალიის “ვერონამ” შესაძლოა გიორგი ჭანტურია იაპონიის საფეხბურთო კლუბ “ტოკიოში” გაანათხოვროს. ამის შესახებ ინტერნეტპორტალი calciomercato.com- იუწყება.

“ტოკიოს” იტალიელი სპეციალისტი მასიმო ფიკადენტი წვრთნის, რომელიც 1992-1997 წლებში “ვერონაში” თამაშობდა, ხოლო 2004-2006 წლებში ვერონელებს თავკაცობდა. ის “ტოკიოში” 2013 წლიდან მუშაობს.

გასულ სეზონში, “ტოკიომ” 48 ქულით იაპონიის ჯეი ლიგის 18 გუნდში მე-9 ადგილი დაიკავა.

თუ ჭანტურია “ტოკიოში” გადავიდა, ის მეორე ქართველი იქნება, რომელსაც იაპონიაში უთამაშია. 2011 წელს ჯეი ლიგაში დავით მუჯირი გამოდიოდა, რომელიც “სანფრეჩე ჰიროსიმას” ღირსებას იცავდა.

0.129137