ფეხბურთი

14:12 | 30.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

პაპავას დებიუტს აპოელ-თან ელიან

გიორგი პაპავას დებიუტი კვიპროსის ჩემპიონატში შაბათს შედგება. ამის შესახებ ინტერნეტპორტალი kerkida.net-ი იუწყება.

kerkida.net-ის ინფორმაციით, “ნეა სალამინას” მთავარი მწვრთნელი ახალგაზრდა ქართველ ნახევარმცველს ენდობა და 31 იანვარს აპოელ-თან ათამაშებს.

21 წლის ფეხბურთელი “ნეა სალამინაში” თბილისის “დინამოდან” რამდენიმე დღის წინ გადავიდა. მის გარდა, კლუბში კიდევ ერთი ქართველი შოთა გრიგალაშვილი ირიცხება.

0.110641