პოლონეთის პირველი ლიგის საფებურთო კლუბ “ტიხი 71”-ში ქართველი ფორვარდი გიორგი სარჯველაძე ისინჯება. ამის შესახებ ინტერნეტპორტალი sportowefakty.pl-ი იუწყება.
“ტიხის” პირველ ლიგაში 18 გუნდში მე-16 ადგილი უკავია, გუნდს პოლონეთის ნაკრების ყოფილი მცველი ტომაში ჰაიტო წვრთნის.
20 წლის ფეხბურთელმა “ტიხიში” ამხანაგური მატჩიც ჩაატარა მე-3 ლიგის “ნადვისლანთან”, რომელიც ჰაიტოს შეგირდებმა 1:0 მოიგეს. სარჯველაძემ მეორე ტაიმი ითამაშა.
პოლონური პრესის ინფორმაციით, ქართველი ცოტა ხნის წინ ესპანეთის სეგუნდა დივიზიონ B-ს ალიკანტეს “ჰერკულესში” ისინჯებოდა.
გასულ სეზონში სარჯველაძე საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველი ლიგის “სასკოში” თამაშობდა, ხოლო მიმდინარე სეზონის პირველი ნახევარი თბილისის “დინამო 2”-ში ჩაატარა, რომელიც აღარ არსებობს.