ფეხბურთი

11:40 | 30.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

“დორტმუნდს” ბლაშიკოვსკიც დააკლდება

გერმანული მედიის ინფორმაციით, პოლონეთის ეროვნული ნაკრების და დორტმუნდის “ბორუსიას” ნახევარმცველი იაკუბ ბლაშიკოვსკი კვლავ ტრავმირებულია და ლევერკუზენის “ბაიერის” წინააღმდეგ ბუნდესლიგის მე-18 ტურის მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

ფეხის ტრავმით გაწამებულმა 29 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე მხოლოდ სამ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

აგრეთვე ცნობილია, რომ ბუნდესლიგის მეორე წრის პირველ მატჩში დორტმუნდელებს ილქაი გუნდოგანი, სებასტიან კელი, კევინ გროსკროიცი და სვენ ბენდერი დააკლდებათ.

0.112842