ფეხბურთი

11:24 | 30.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

“კრისტალ პალასმა” მუტჩი დაიმატა

“ქუინზ პარკ რეინჯერსის” აწ უკვე ყოფილი ცენტრალური ნახევარმცველი ჯორდან მუტჩი კარიერას “კრისტალ პალასში” გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია “არწივების” ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

23 წლის ფეხბურთელმა ახალ კლუბთან კონტრაქტი 2019 წლის ივლისამდე გააფორმა. “კრისტალ პალასმა” კი ტრანსფერში 4.75 მილიონი გირვანქა გადაიხადა და შესაძლოა ბონუსების სახით “ქუინზ პარკ რეინჯერსს” დამატებით 1 მილიონი გადაურიცხოს.

ქპრ-ს მუტჩი მიმდინარე სეზონის დაწყებამდე “კარდიფიდან” შეუერთდა, თუმცა ჰარი რედნაპის გუნდში ფეხი ვერ მოიკიდა. ლონდონელთა მაისურით ინგლისელმა ყველა ტურნირზე 11 მატჩი ჩაატარა და თავი 1 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

0.112812