კალათბურთი

2:47 | 30.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

მარკოიშვილის ცსკა ფაცაციას “ნიჟნი ნოვგოროდთან” მარცხს გადაურჩა

მანუჩარ მარკოიშვილის ცსკა ევროლიგაში წაუგებელ სერიას განაგრძობს. არადა, მოსკოველები პირველ მარცხთან ძალიან ახლოს იყვნენ და მატჩში, რომელშიც მეტოქედ ასევე რუსული კლუბი – ლევან ფაცაციას “ნიჟნი ნოვგოროდი” ჰყავდათ, ოვერტაიმშიღა იმარჯვეს – 103:95.

მარკოიშვილმა მოედანზე 08:31 წუთი საჰყო და 2 ქულა და 1 მოხსნა მოაგროვა. ქართველმა კალათბურთელმა 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ორქულიანი ააცილა, ერთხელ დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 2-ჯერ დაირღვა.

ცსკა-ს რიგებში 25 ქულით ყველაზე შედეგიანი სერბი მილოშ ტეოდოსიჩი იყო, ანდრეი ვორონცევიჩის მონაგარი 22 ქულა და 9 მოხსნა იყო, ამერიკელმა აარონ ჯეკსონმა 15 ქულა მიითვალა, ფრანგმა ნანდო დე კოლომ კი 13 ქულას 8 მოხსნა წაამატა.

ფაცაცია სტუმართა განაცხადში არ ყოფილა, საუკეთესო კი ამერიკელები ტეილორ როჩესტი (22), ტრეი ტომპკინსი (22) და ტარენს კინსი (19) იყვნენ.

ცსკა-მ ევროლიგის მე-2 ეტაპზე მე-5 გამარჯვება იზეიმა და F ჯგუფში ერთპიროვნული ლიდერია, “ნიჟნი ნოვგოროდს” კი 2 მოგებით და 3 მარცხით მე-5 პოზიცია უკავია.

6 თებერვალს მოსკოველები პირეოსის “ოლიმპიაკოსს” უმასპინძლებენ, ხოლო ნოვგოროდელები მალაგაში “უნიკახას” ესტუმრებიან.

0.11494