როგორც ლანჩხუთის “გურიას” ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, “გურიას” ძირითადმა გუნდმა სეზონის მეორე ნახევრისთვის მზადება დაიწყო. მთავარი მწვრთნელის თემურ ლორიას ხელმძღვანელობით გუნდი ურეკში, სასტუმრო “კოლხიდაში” 29 იანვარს შეიკრიბა. ამ ეტაპზე უცნობია კონკრეტულად რომელი ფეხბურთელები დარჩებიან “გურიაში”.
თემურ ლორიას ხელმძღვანელობით შემდეგმა მოთამაშეებმა დაიწყეს მზადება: გაბრიელ თებიძე, მიხეილ გოგუაძე, რატი იმერლიშვილი, გიგა ჭეიშვილი, ბიძინა ცინცაძე, გიორგი ჩიხრაძე, გიორგი მჭედლიშვილი, ერეკლე კილაძე, ალექსანდრე კოშკაძე, კობა შალამბერიძე, ლევან ინგოროყვა, თორნიკე მოსიაშვილი, კოკა ღაღანიძე, შოთა გაბრიჩიძე, ტარიელ კუკულაძე, ვანო წილოსანი, ვაჟა მათიაშვილი.
“გურიაში” ასევე ელიან გიორგი მიქაძესა და გიორგი რეხვიაშვილს. სავარაუდოდ გუნდს უახლოეს მომავალში შეუერთდება 3 უკრაინელი და ერთი ბრაზილიელი ფეხბურთელი.
“სამი უკრაინელის ჩამოყვანაზე ლანჩუთის გამგებელი და კლუბის პრეზიდენტი ზაზა ურუშაძე ზრუნავენ, ხოლო ბრაზილიელებთან გუნდის ფინანსური დირექტორი გოჩა იმნაიშვილი მართავს მოლაპარაკებას”, - აღნიშნა თემურ ლორიამ.