ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალში ჩეხი ტომაშ ბერდიხის 6:7, 6:0, 6:3, 7:5 დამარცხების შემდეგ შოტლანდიელი ენდი მარეი მერვედ გავიდა სადიდსლემო ტურნირის ფინალში, აქედან მეოთხედ მელბურნში ჩასატარებელ გადამწყვეტ მატჩში. წინა 7 ფინალიდან 27 წლის ბრიტანელმა 2 მოიგო – 2012 წელს აშშ-ის ღია პირველობაზე იმარჯვა, 2013-ში კი უიმბლდონის ჩემპიონი გახდა. ავსტრალიის ღია პირველობათა ფინალებს რაც შეეხება, 2010, 2011 და 2013 წლებში ენდიმ მარცხი განიცადა. წლეულს მარეი გადამწყვეტ მატჩში სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩსა და შვეიცარიელ სტენ ვავრინკას შორის მოგებულს შეხვდება.
ნახევარფინალში ბერდიხის დამარცხების შემდეგ მარეიმ ჟურნალისტებს განუცხადა: “ბრწყინვალე მატჩი ჩავატარე. საკუთარი თამაშით ბოლომდე კმაყოფილი ვარ. ფედერერის, ნადალი და ჯოკოვიჩის ეპოქაში ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში მეოთხედ გასვლა საამაყო შედეგია”.