ფეხბურთი

16:26 | 29.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

პეპეს დაბრუნება სამ კვირაში იგეგმება

მადრიდის “რეალის” პორტუგალიელი უკანახაზელის პეპეს გამოჯანმრთელება და მოედანზე დაბრუნება 2-დან 3 კვირის განმავლობაში იგეგმება, აღნიშნულ ინფორმაციას As-ავრცელებს.

პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ნეკნის დაზიანება 15 იანვარს “ატლეტიკოსთან” მატჩის დროს მიიღო და მოედანი დატოვა. როგორც “რეალის” სამედიცინო შტაბი იტყობინება, პეპეს გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიდის და ის უკვე შეუდგა ინდივიდუალურ ვარჯიშს.

პეპეს პრიმერადივიზიონის მიმდინარე გათამაშებაში 14 შეხვედრა აქვს ჩატარებული და 1 გოლი გატანილი.

0.104531