როგორც “დეილი მირორი” იუწყება, “ჰალ სიტის” მთავარ მწვრთნელ სტივ ბრიუსს გუნდის გაძლიერება “მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველით ნიკ პაუელით გაძლიერება სურს. ფეხბურთელს “ლესტერთან” იჯარის ვადა დაუსრულდა და მიმდინარე თვეში “მანჩესტერს” დაუბრუნდა. სავარაუდოდ, კლუბის ხელმძღვანელები კვლავ გაანათხოვრებენ 20 წლის მოთამაშეს.
მიმდინარე სეზონის პირველ ნახევარში ფეხბურთელმა “ლესტერის” მაისურით ინგლისის პრემიერლიგის მხოლოდ სამ მატჩში მიიღო მონაწილეობა და მოედანზე 40 წუთი გაატარა.
ნიკ პაუელი “მანჩესტერში” სერ ალექს ფერგიუსონის დროს გადავიდა, თუმცა ჯერჯერობით გუნდში ადგილი ვერ დაიმკვირდა. წარუმატებელი სადებიუტო სეზონის შემდეგ, იჯარის წესით გასული სეზონი “უიგანში” გაატარა, სადაც საკმაოდ კარგი პერიოდი ჰქონდა, ჩემპიონშიფის 31 მატჩში 7 გოლი გაიტანა. ამასთან, ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზეც გამოიჩინა თავი.