“მაიამი ჰიტის” ვარსკვლავი დუეინ უეიდი, დიდი ალბათობით, მოედანს კარგა ხანი ვერ დაუბრუნდება. სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ გაირკვა, რომ ამერიკელ კალათბურთელს მარჯვენა მუხლის მყესები აქვს დაზიანებული და მკურნალობას საჭიროებს.
შეგახსენებთ, რომ უეიდი ზაზა ფაჩულიას “მილუოკი ბაქსთან” მატჩის მე-3 მეოთხედში დაშავდა და თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა.
ცნობისთვის, გასული წლის ნოემბერში 33 წლის მცველს ანალოგიური ტრავმა უკვე აწუხებდა და მაშინ 7 მატჩის გამოტოვება მოუხდა.
მიმდინარე სეზონში დუეინის საშუალო მონაგარი 21.4 ქულა და 5.4 პასია.