ფეხბურთი

13:32 | 29.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-ს ადებაიორის იჯარით აყვანა უნდა

Daily Express-ის ცნობით, ფრანგული პსჟ-ს ხელმძღვანელობა ლონდონის "ტოტენჰემთან" ემანუელ ადებაიორის შესახებ მოლაპარაკებას აწარმოებს. წყაროს ცნობით, პარიზელებს ტოგოელი თავდამსხმელის იჯარის წესით აყვანა სეზონის ბოლომდე სურთ.

30 წლის ფორვარდით ინგლისური პრემიერლიგის “ქუინს პარკ რეინჯერსიცაა" დაინტერესებული.

ადებაიორს პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში "ტოტენჰემის" მაისურით 11 შეხვედრა აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე მხოლოდ 2 გატანილი გოლია.

0.11361