ფეხბურთი

12:14 | 29.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

კვასხვაძე, ხმალაძე და გრიგალაშვილი 1/4-ფინალში

“ოთელოსი”, რომელშიც მეკარე როინ კვასხვაძე, ნახევარმცველები ლევან ხმალაძე და ელგუჯა გრიგალაშვილი გამოდიან, კვიპროსის თასის 1/4-ფინალში გავიდა.

“ოთელოსმა” “აპოლონთან” პირველი თამაში სტუმრად 1:1 დაასრულა, ხოლო სახლში საპასუხო მატჩი 2:1 მოიგო.

შინ ჩატარებულ შეხვედრაში “ოთელოსის” რიგებში სამივე ქართველმა ლეგიონერმა სრულად ითამაშა.

0.442617