ფეხბურთი

11:52 | 29.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ჩიხურამ” შეკრება მარცხით დაიწყო

თურქეთის ქალაქ ბელეკში შეკრებაზე მყოფმა საჩხერის “ჩიხურამ” პირველი ამხანაგური მატჩი რუმინეთის “ბრაშოვთან” ჩაატარა და 1:3 დამარცხდა.

საჩხერელთა მთავარმა მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ სასტარტო შემადგელობაში შემდეგი ფეხბურთელები ათამაშა:

ქვილითაია, ოდიკაძე, შოთა კაშია, ჭელიძე, ქიმაძე, განუგრავა, დობროვოლსკი, დეკანოიძე, მანჯგალაძე, ტროიანოვსკი, მუმლაძე.

შეცვლაზე შევიდნენ: მწყერაშვილი, ჩიკვაიძე, ბაჯელიძე, კორიფაძე, კაკაშვილი, სიხარულია.

რუმინელებმა ანგარიში 21-ე წუთზე გახსნეს. პირველი ტაიმი მთავრდებოდა, რომ “ჩიხურას” მეკარე მაქსიმე ქვილითაიამ მასთან პირისპირ დარჩენილ მეტოქეს ეუხეშა და მსაჯმა გააძევა, თან პენალტი დანიშნა. მეორე ტაიმის ბოლოს რუმინელებმა ქართველების კარი მესამედ აიღეს, ხოლო ცოტა ხანში კორიფაძემ პრესტიჟის გოლი გაიტანა.

“ჩიხურა” 31 იანვარს ბულგარეთის “ბეროეს” შეხვდება, 3 თებერვალს კი, ყაზახეთის “აქტობეს” დაუპირისპირდება.

თეგებიჩიხურა
0.114918