ესპანური პრესის ცნობით, მადრიდის “რეალი” 21 წლის ინგლისელი ფეხბურთელის ჰარი კეინის შეძენით დაინტერესდა. ამ ეტაპზე მადრიდული კლუბის ხელმძღვანელები კომენტარს არ აკეთებენ.
ინგლისის ახალგაზრდული ნაკრების წევრი “ტოტენჰემის” მაისურით წარმატებულ სეზონს ატარებს, მან ინგლისის პრემიერლიგაში 18 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა და პოჩეტინოს გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა.
ჰარი კეინი “ტოტენჰემის” საფეხბურთო სკოლის აღზრდილია და გუნდთან პროფესიონალური კონტრაქტი 2009 წელს გააფორმა. მას შემდეგ ხშირად იყო განათხოვრებული სხვადასხვა კლუბებში, 2013 წლის ზაფხულიდან კი “ტოტენჰემის” ძირითად გუნდში მოიკიდა ფეხი.
2013 წლის ზაფხულში ის თბილისსაც სტუმრობდა, თუმცა “დინამოს” წინააღმდეგ თამაში არ მოუწია, ვილაშ-ბოაშმა მატჩის ბოლომდე სათადარიგოთა სკამზე დატოვა.