ფეხბურთი

21:41 | 28.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

პანაიოტის კონეს 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს

“უდინეზეს” ბერძენი ნახევარმცველი პანაიოტის კონე 3 მატჩით დისკვალიფიცირებულია. ამის მიზეზი “ემპოლისთან” გამართულ მატჩში მისი უხეშობაა.

სერია A-ს გასული ტურის შეხვედრაში, კონემ მეტოქე ფეხბურთელის, მირკო ვალდიფიორის წინააღმდეგ იუხეშა და არბიტრისგან მე-2 ყვითელი ბარათი დაიმსახურა. 27 წლის ფეხბურთელმა ეს გადაწყვეტილება უხეშად გააპროტესტა.

სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით, კონემ წითელი ბარათისთვის ერთმატჩიანი, ხოლო პროტესტის გამოხატვისთვის ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო.

0.116849