ფეხბურთი

20:12 | 28.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ტურემ მანჩინის თანხმობა განუცხადა

ინგლისური “მანჩესტერ სიტისა” და კოტ დივუარის ნაკრების ნახევარმცველი იაია ტურე თანახმაა კარიერა მილანის “ინტერში” გააგრძელოს. ამის შესახებ “მედიაზეტი” იუწყება. აპენინელი ჟურნალისტების ვარაუდით, აფრიკელმა შუახაზელმა რობერტო მანჩინის წინასწარი თანხმობა უკვე განუცხადა. ტრანსფერი, დეტალების საბოლოდ მოგვარების შემთხვევაში, ზაფხულში განხორციელდება.

ტურეს “ქალაქელებთან” ხელშეკრულება 2017 წელს უმთავრდება. ფეხბურთელი იტალიაში გადაბარგების შემთხვევაში კონტრაქტს 2019 წლამდე გააფორმებს და წლიური ხელფასის სახით 3.5 მილიონ ევროს მიიღებს, რასაც ბონუსებიც დაემატება.

31 წლის ტურე რობერტო მანჩინის ხელმძღვანელობით “სიტის” შემადგენლობაში ერთხელ უკვე ასპარეზობდა.

0.114962